ბრძანება N 25371
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25371
03 დეკემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ "--------")
(მის.:"-------")
2024 წლის 27 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 27 ნოემბრის №93046/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ნოემბრის №024-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა ბითუმად და შეუძლებელია საბითუმო ფასნამატი შეადგენდეს 48,31%-ს, ასევე სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, სადაც დაფიქსირებულია თუ რა ფასებში ხორციელდებოდა საქონლის რეალიზაცია და შესაძლებელია საბითუმო ფასნამატის გამოყვანა, ჯამში შეადგენს 1 207 065,17 ლარს, ასევე წარმოუდგენელია უცხოეთიდან შემოტანილ და ადგილობრივი მომწოდებლების მიერ მოწოდებულ საქონლზე გავრცელებულ იქნას ერთიდაიგივე ფასნამატი. გადამხდელი მიუთითებს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხელფასად დაბეგრილი თანხების გაუთვალისწინებლობაზე. ითხოვს ფასნამატის გადაანგარიშებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლას და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ მომწოდებლებისთვის ყველა ვალდებულება გადახდილი იყო შემოწმების მომენტში.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული 2021 წლის 13 დეკემბრის №ა15987 საბაჟო დეკლარაციით გამოსაყენებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გადამხდელის მოთხოვნები, გადაანგარიშების ეტაპზე არ 03 დეკემბერი 2024 N 25371 მომხდარა აღნიშნული საკითხების გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შემოწმებამ მხოლოდ მცირედით მოახდინა დარიცხული თანხების კორექტირება. ითხოვს დარიცხვის ბრძანების გაუქმება და განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22224 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22224 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 165 610 ლარი, მათ შორის, გადასახადი 110 404 ლარი, ჯარიმა 55 206 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 ნოემბრის №024-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადასახდელი თანხა (საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად) სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად და დაექვემდებარა ხარჯებში გათვალისწინებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადასახდელი თანხა (საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად) სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად და დაექვემდებარა ხარჯებში გათვალისწინებას, რის საფუძველზეც აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლას და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ მომწოდებლებისთვის ყველა ვალდებულება გადახდილი იყო შემოწმების მომენტში.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადასახდელი თანხა (საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად) სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად და დაექვემდებარა ხარჯებში გათვალისწინებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).