ბრძანება N 12627
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12627
30 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 11 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 11 მაისის №89561/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №006-67 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ყურადღება არ არის გამახვილებული გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთთან დაკავშირებით. ითხოვს გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი და უარყოფითი სალდოს გადაანგარიშებაში ასახვას და აღნიშნულის შესაბამისად თანხების კორექტირებას. ასევე, ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 22 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 მარტის №006-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები.
ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ყურადღება არ არის გამახვილებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, შესწავლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რაც გულისხმობს გაანგარიშებაში მონაწილე ყველა კომპონენტის შესწავლას. საბოლოოდ, ანალიზის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებთან სხვაობა არ გამოვლინდა და საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დამატებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, მათ შორის საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთისა და გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი/უარყოფითი სალდოს გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების ნაშთი, რამაც საბოლოო ჯამში არ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია, ხოლო გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).