ბრძანება N 6179

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.04.2025
№ დოკუმენტი 6179
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6179

01 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------)

(მის.: ---------------------------------)

2025 წლის 11 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) №35465/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №022-2025-025990 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარს თან ურთავს სარჩელის წარმოებაში მიღების, დასაშვებად ცნობის, მტკიცებულებების გამოთხოვის, ვადის გაგრძელების და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 მარტის განჩინებას (დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება). სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით გადამხდელი ითხოვს: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 თებერვლის N24697/2/2025 გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებათა გამო, განაახლოს დავა ი/მ --------ს საჩივარზე, 2024 წლის 20 ნოემბრის N054-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივანი აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ითხოვს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი სადავო საინკასო დავალების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დგინდება, რომ ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) 2024 წლის 2 დეკემბერს საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გასაჩივრების მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ნოემბრის №054-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის №93150/1/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 4 იანვარს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საერთო სასამართლოებში გასაჩივრების შესახებ განჩინება.

ი/მ ------------მ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 5 თებერვალს საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო დავის განახლების მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ნოემბრის №054-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 თებერვლის №24697/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------)2025 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 120 037.69 ლარი, ჯარიმა 60 160 ლარი, საურავი 45 141.10 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2025 წლის 14 თებერვალს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №------- ბრძანება ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 16 თებერვალს. მის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი იქნა 82.29 ლარი.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოიცა 2025 წლის 28 თებერვლის №------- კორექტირებული საინკასო დავალება, რომლის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი იქნა 696.49 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 21 მარტის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 120 301.81 ლარი, ჯარიმა 60 160 ლარი, საურავი 47 094.45 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აღნიშნული წაემოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე ითხოვს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი სადავო საინკასო დავალების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დგინდება, რომ მომჩივანმა 2024 წლის 2 დეკემბერს საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გასაჩივრების მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის №054-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის №93150/1/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 4 იანვარს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საერთო სასამართლოებში გასაჩივრების შესახებ განჩინება.

ასევე გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 5 თებერვალს საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო დავის განახლების მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის №054-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24697/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2025 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 120 037.69 ლარი, ჯარიმა 60 160 ლარი, საურავი 45 141.10 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 16 თებერვალს. მის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი იქნა 82.29 ლარი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოიცა კორექტირებული საინკასო დავალება, რომლის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი იქნა 696.49 ლარი.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 21 მარტის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 120 301.81 ლარი, ჯარიმა 60 160 ლარი, საურავი 47 094.45 ლარი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1 „ე“); 243(1);