გადაწყვეტილება №22048/2/2024
📄 სრული ტექსტი
№22048/2/2024
29 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 24.01.2024 და 25.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22048/2/2024; №22056/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №7688 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №006-128 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 50 913 ლარი.
მათ შორის:
ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 24 809
ჯარიმა - 12 405
საურავი - 13 699
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 17.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
მომჩივანი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100513 ლიცენზიას "------"-ის მუნიციპალიტეტის სოფ. "-----"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი - 1.06.2009 წლიდან 1.06.2019 წლამდე, ჯამური მოპოვება 10 000 კბ.მ. ასევე ფლობს №1001139 ლიცენზიას იმავე მუნიციპალიტეტში, იმავე პროდუქციაზე 220 000 კ.მ.-ის მოპოვებაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი - 26.04.2013 წლიდან 26.04.2023 წლამდე. აღნიშნული ლიცენზია გასხვისებულია 10.12.2018 წელს.
გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად წარსადგენი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. შემოწმების შედეგად განხორციელდა ლიცენზიების შესაბამისად კუთვნილი მოსაკრებლის თანხების დარიცხვა (მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 1.0 ლარს). აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40167 ბრძანება და ამავე თარიღის №006-961 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 14.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (შესამოწმებელ პერიოდამდე, №100513 ლიცენზიით მოპოვებული და დეკლარირებული კუთვნილი მოსაკრებლის გაუთვალისწინებლობასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (2018 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში დარიცხული ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეც წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
- მე-3 სადავო საკითხთან (ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა) მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 30.03.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.04.2023 წლის №7688 ბრძანება და ამავე თარიღის №006-128 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.11.2023 წლის №20517/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- №1001139 ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
- №100513 და №1001139 ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით (№100513 და №1001139) გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
№100513 ლიცენზიით გათვალისწინებულ მოპოვებასა და კუთვნილი მოსაკრებლის შესამოწმებელ პერიოდამდე დეკლარირებასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველ იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე ლიცენზიების მოქმედების განმავლობაში) არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი №100513 ლიცენზიის მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
№1001139 ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად ლიცენზია №1001139 გასხვისებული იქნა არა 2018 წლის დეკემბრის, არამედ აგვისტოს თვეში და აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში დარიცხვა ექვემდებარება შემცირებას. შემძენმა ლიცენზიის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განახორციელა 2018 წლის დეკემბრის თვეში. 2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი აუდიტის დეპარტამენტმა დააკისრა მომჩივანს. აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ლიცენზიის გასხვისების ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ გამოკვლეულა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ №1001139 ლიცენზია (მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა 220 000 კბ.მ.) გასხვისებული იქნა შპს „-------“-ზე (ს/ნ „-------“). აღნიშნული დასტურდება სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 10.12.2018 წლის №10000412 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით, სადაც ლიცენზიის მოქმედების ვადად მითითებულია 10.12.2018 წლიდან 27.04.2023 წლამდე პერიოდი და ჯამური მოსაპოვებელი რაოდენობა განსაზღვრულია 151 252 მ3-ით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ლიცენზიის გასხვისების შედეგად, კონკრეტული ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა გადაცემულია სხვა პირზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ლიცენზიით განსაზღვრულ ერთი და იგივე ბუნებრივი რესურსების მოცულობის მოპოვებაზე მოსაკრებლის გაანგარიშება და გადახდა არ უნდა განხორციელდეს სხვადასხვა პირების მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით.
№100513 და №1001139 ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ტუფობრექჩიები და ტუფოქვიშაქვები მიეკუთვნება „სხვა საშენი მასალის“ კატეგორიას და ნაცვლად 1 ლარისა, შეესაბამება განაკვეთი 0,70 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულების სახით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს წერილი (2023 წლის 14 დეკემბრის №------ კორესპონდენცია). სამართლებრივი ნორმისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით (№100513 და №1001139) გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას ასაჩივრებს იმ ნაწილში სადაც საუბარია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და კუთვნილი მოსაკრებლის დეკლარირებასა/გადახდაზე შესამოწმებელ პერიოდზე. კერძოდ: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №100513 ლიცენზია გაცემულია 1.06.2009 წელს, ჯამური P კატეგორიის მარაგებით 20 000 კბ მეტრით, 10 წლის ვადით. წარმოადგენს სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს 23.02.2022 წლის №------- წერილს, რომლის თანახმად აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში 2012-2013 წლებში მოხდა 20 000 კბ მეტრიდან 19 900 კბ მეტრის სასარგებლო წიაღისეულის ათვისება და შესაბამისად დადეკლარირება და გადახდა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმება დაიწყო 2021 წლის დეკემბერში და იმ მიზეზით, რომ №100513 ლიცენზიის ვადა იწურებოდა 1.06.2019 წელს. 2018 წელს დაერიცხა ამ ლიცენზიით 10 წლის განმავლობაში P კატეგორიის მარაგებით მოსაპოვებელი 20 000 კბ მეტრზე ბუნებრივი რესურსების სარგებლობის გადასახადი და ჯარიმა/საურავი. ეს იმ პირობებში, როდესაც ამ ლიცენზიის ფარგლებში 2012-2013 წლებში უკვე მოპოვებული იყო 19 900 კბ მეტრი და ფაქტიურად ამოწურული იყო ლიცენზიით დადგენილი მოსაპოვებელი მოცულობა. ლიცენზიის ჩაბარების მოთხოვნით, მან მიმართა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და ასევე ინტერესიც გამოხატა ახალი ლიცენზიის მოპოვების ფარგლებში. გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ახალი ლიცენზიის მოპოვების ინტერესის გამოხატვის ფარგლებში გამოაცხადა აუქციონი და იმავე წიაღისეულზე მოიპოვა ახალი (ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების) №1001139 ლიცენზია. ვინაიდან №100513 ლიცენზიით განსაზღვრული მოცულობა ფაქტიურად მოპოვებული იყო სააგენტომ არ ჩათვალა საჭიროდ ამ ლიცენზიის ფორმალურად გაუქმება.
ვინაიდან 2018 წლამდე პერიოდი უკვე ხანდაზმული იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წელზე დაარიცხა ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სრული 20 000 კბმ-ზე ბუნებრივი რესურსების გადასახადი (0.7 ლარის ნაცვლად 1 ლარი), ჯარიმა და საურავი და ამით ცდილობს მტკიცების ტვირთი გადაიტანოს მასზე, რათა ხანდაზმულ პერიოდზე ამტკიცოს რომ მას მოპოვებული აქვს და შესაბამისად დადეკლარირებული/გადახდილი ბუნებრივი რესურსების გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ეს ქმედება ყოველგვარ სამართლიანობას და გონივრულ ქმედებას სცილდება. ხანდაზმულობის ვადა ამიტომაცაა დადგენილი კანონის მიერ, რომ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდეს, ამ შემთხვევაში, შემოწმება და ანგარიშგება და არა დროის უსასრულო პერიოდის განმავლობაში მიეცეს ჩინოვნიკებს მეწარმეების შევიწროების და ზეწოლის შესაძლებლობა.
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არცერთ მეწარმეს და ფიზიკურ პირს არ აქვს ვალდებულება რაიმე დოკუმენტის შენახვის და შესაბამისად არც მტკიცების ტვირთი არ ვრცელდება მასზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდეს იმ ნაწილში სადაც საუბარია საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე:ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №100513 ლიცენზიის ფარგლებში ხანდაზმულ პერიოდში მოპოვებული/დადეკლარირებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის გადასახადის დარიცხვაზე და ასევე, ამ გადასახადზე საურავი/ჯარიმის დარიცხვაზე. ასევე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეამციროს (შესაბამისობაში მოიყვანოს) ზედმეტად დარიცხული გადასახადის ოდენობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანებით:
- პირველ სადავო საკითხთან (შესამოწმებელ პერიოდამდე, №100513 ლიცენზიით მოპოვებული და დეკლარირებული კუთვნილი მოსაკრებლის გაუთვალისწინებლობასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (2018 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში დარიცხული ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეც წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
- მე-3 სადავო საკითხთან (ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა) მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 30.03.2023 წლის დასკვნით შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, რომელიც იდენტურია განსახილველ საჩივარში მითითებული არგუმენტებისა, საბჭოს 2.11.2023 წლის №20517/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- №1001139 ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
- №100513 და №1001139 ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით (№100513 და №1001139) გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანებას ასაჩივრებს იმ ნაწილში სადაც საუბარია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და კუთვნილი მოსაკრებლის დეკლარირებასა/გადახდაზე შესამოწმებელ პერიოდზე. კერძოდ: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №100513 ლიცენზია გაცემულია 1.06.2009 წელს, ჯამური P კატეგორიის მარაგებით 20 000 კბ მეტრით, 10 წლის ვადით. წარმოადგენს სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს 23.02.2022 წლის №------ წერილს, რომლის თანახმად აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში 2012-2013 წლებში მოხდა 20 000 კბ მეტრიდან 19 900 კბ მეტრის სასარგებლო წიაღისეულის ათვისება და შესაბამისად დადეკლარირება და გადახდა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმება დაიწყო 2021 წლის დეკემბერში და იმ მიზეზით, რომ №100513 ლიცენზიის ვადა იწურებოდა 1.06.2019 წელს. 2018 წელს დაერიცხა ამ ლიცენზიით 10 წლის განმავლობაში P კატეგორიის მარაგებით მოსაპოვებელი 20 000 კბ მეტრზე ბუნებრივი რესურსების სარგებლობის გადასახადი და ჯარიმა/საურავი. ეს იმ პირობებში, როდესაც ამ ლიცენზიის ფარგლებში 2012-2013 წლებში უკვე მოპოვებული იყო 19 900 კბ მეტრი და ფაქტიურად ამოწურული იყო ლიცენზიით დადგენილი მოსაპოვებელი მოცულობა.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში, №100513 ლიცენზიით გათვალისწინებულ მოპოვებასა და კუთვნილი მოსაკრებლის შესამოწმებელ პერიოდამდე დეკლარირებასთან მიმართებაში, მიუთითებს შემდეგ: 2018 წლის პირველ იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე ლიცენზიების მოქმედების განმავლობაში) არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი №100513 ლიცენზიის მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით დავის ეტაპზე გამოითხოვეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან, რომლის 19.03.2024 წლის №------ წერილში მითითებულია, რომ №100513 ლიცენზიაზე წარდგენილი სტატისტიკური დაკვირვების ფორმებში ფიქსირდება უზუსტობები, რის გამოც შეუძლებელია ზუსტი ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ 2017 წლის წარმოდგენილ სტატისტიკური დაკვირვების ფორმაში დარჩენილი რესურსის რაოდენობა შეადგენს 100 მ.კუბს, ხოლო, 2018 წლის წარმოდგენილი სტატისტიკური დაკვირვების ფორმაში მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 19 900 მ.კუბს. ვინაიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული ათვისების გეგმით 2018 წელს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ.კუბ.-ს, ხოლო 1.06.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ.კუბ.-ს, შემოწმების შედეგად №100513 ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული დარიცხვა დარჩა ჯამში 4 312,5 მ.კუბ. მოცულობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩვანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდეს იმ ნაწილში სადაც საუბარია საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100513 ლიცენზიას.გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად წარსადგენი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. შემოწმების შედეგად განხორციელდა ლიცენზიების შესაბამისად კუთვნილი მოსაკრებლის თანხების დარიცხვა.აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :