ბრძანება N 15868
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15868
04 ივლისი 2024
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ "--------")
(ფაქტ. მის.:"------")
2024 წლის 24 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------") 2024 წლის 24 ივნისის №90351/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №012-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ გადაანგარიშება განხორციელდა არასწორად, კერძოდ:
1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ უნდა დასაბუთებულიყო ფასნამატის გამოყენების აუცილებლობა და მისი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ინფორმაცია დაზიანებული ვარდების, ასევე, დებიტორული დავალიანების შესახებ.
2. ასევე არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრისთვის 2023 წლის ოქტომბერში არსებული საქონლის ნაშთის გათვალისწინებას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა 2023 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია და დაბეგრილ იქნა 15 ოქტომბრის შემდეგ შემოტანილი საქონელი, ხოლო შემოწმებით მოხდა ორმაგად დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მაისის №11151 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------- ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მაისის №11151 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 21 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 22 223 ლარით, მათ შორის, გადასახადი 14 811 ლარით და ჯარიმა 7 412 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 ივნისის №012-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვარდის რეალიზაციაზე ფასნამატის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია და ფასნამატმა შეადგინა 12%, შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი (ყვავილებით მოვაჭრე) გადასახადის გადამხდელების ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები და ფასნამატმა შეადგინა 25,5%. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე მიუთითებდა, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა ზოგადად ყვავილების რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების ფასნამატი (25,5%), რაც არამართლზომიერია, ვინაიდან კომპანიას აქვს მხოლოდ ვარდების იმპორტი და რეალიზაცია, ფასნამატი კი 12-15%-ს შორის მერყეობს. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მაისის №11151 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას ეხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ვარდის რეალიზაციაზე ფასნამატის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფასნამატმა შეადგინა 12%, შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვარდის რეალიზაციაზე ფასნამატის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია და ფასნამატმა შეადგინა 12%, შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304 (21).