ბრძანება N 19982

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 19982
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19982

14 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 3 და 28 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-----------”-ის (ს/ნ ------------) №81460/1/2023 და №81971/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №005-53 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება უკავშირდება გარკვეულ თანხებს. აცხადებს, რომ გრძელდება მოლაპარაკება და შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინეს ხელშეკრულება. ითხოვს გაუგძელდეს მტკიცებულებების წარდგენის ვადა და მიეცეს უფლება აუდიტის დეპარტამენტს წარუდინოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება. 2023 წლის 28 ივნისს გადამხდელმა დაზუსტებული საჩივრით წარმოადგინა მომსახურების ხელშეკრულება უძრავი ქონების შეფასების შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2444 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №005-110 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 12 აგვისტოს, 18 ოქტომბრის და 22 დეკემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასისა და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2444 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 მაისის №005-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელს არ წარმოუდგენია კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება/დასკვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. გადამხდელთან კომუნიკაციით დაზუსტდა, რომ ის არ აპირებს ექსპერტიზის ჩატარებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება/დასკვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------”-ის (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.ითხოვს გაუგძელდეს მტკიცებულებების წარდგენის ვადა და მიეცეს უფლება აუდიტის დეპარტამენტს წარუდინოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს არ წარმოუდგენია კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება/დასკვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. გადამხდელთან კომუნიკაციით დაზუსტდა, რომ ის არ აპირებს ექსპერტიზის ჩატარებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);