ბრძანება N 14710
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14710
27.06.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ --------)
(მის.: ქ. -----------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 10 მაისის №80893/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №006-129 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აუდიტის დეპარტამენტი კვლავ მიიჩნევს, რომ კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს ფართები გადასცა თითქოსდა საბაზროზე ნაკლებ ფასად, მაშინ როცა აღნიშნული ფართები სტატუსით წარმოადგენს დამხმარეს ან სარდაფს და კომერციულად ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართის ფასთან მათი საბაზრო ფასის გათანაბრება არამართებულია.
2. აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწის ნაკვეთები გადაცემულია რეალური ღირებულებით და წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, არანაირი კომერციული დატვირთვა მათ არ გააჩნიათ, შესაბამისად, მათ საბაზრო ფასად (1მ2 - 77$-ის ექვივალენტი ლარში) დაფიქსირება აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. ამასთან, მომჩივნის განმარტებით, შემოწმების მიერ არასწორადაა მიჩნეული, რომ მიწის ნაკვეთების ფასები რეესტრში გადაფორმების პერიოდში იქნა ანაზღაურებული და შესაბამისად, არასწორად არის დაბეგრილი აღნიშნული თანხა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი;
4. არ ეთანხმება ფ/პ --------ზე რეალიზებული ბინის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას;
5. არ ეთანხმება ბინის რეალიზაციის შედეგად ფ/პ ---------გან მიღებული თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) 2022 წლის 14 თებერვლის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის უძრავი ქონების ღირებულების (საბაზრო ფასის) განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს აუქციონზე აღნიშნული ქონების გაყიდვისას დაფიქსირებული ფასით და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 121 399 ლარით, მათ შორის, გადასახადი 81 587 ლარით და ჯარიმა 39 812 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №006-129 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„უძრავი ქონების ღირებულების (საბაზრო ფასის) განსაზღვრის მიზნით განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და დადგინდა, რომ 2020 წლის მარტში იძულებითი აუქციონის წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №19153101-013/001 განკარგულებით გადამხდელის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი გაიყიდა 66 000 ლარად. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით და წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით ურთიერთდამოკიდებულ შპს „-------“ მიმართ მას გააჩნია მოთხოვნა და დებიტორული დავალიანების სახით აღრიცხული აქვს ბუღალტრულ ჩანაწერებში, შესაბამისად, საბაზრო ფასად აღებულ იქნა აუქციონზე დაფიქსირებული ფასი, რის შედეგადაც ამ ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ ჩატარებული შეფასების დასკვნა კომპანიის მიერ რეალიზებულ საცხოვრებელ ფართზე, ექსპერტიზის შეფასების დასკვნით საცხოვრებელი ფართის 1მ2 -ის საბაზრო ღირებულება 2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 604 აშშ დოლარს. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა 2019 წელს. ვინაიდან ექსპერტის დასკვნით უძრავი ქონების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდთან, ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ ჩატარებული შეფასების დასკვნა კომპანიის მიერ რეალიზებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ექსპერტიზის შეფასების დასკვნით მიწის 1მ2 -ის საბაზრო ღირებულება 2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 30,27 აშშ დოლარს. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწის რეალიზაცია განხორციელდა 2018 წელს. ვინაიდან ექსპერტის დასკვნით უძრავი ქონების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდთან, ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადასახადის გადამხდელს 2019 წლის მაისში და 2019 წლის ივნისში დღგ-ის დეკლარაციებში ორჯერ აქვს დაბეგრილი 10 916 ლარი, სასაქონლო ზედნადები (№0455299876) გამოწერილია 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე და დეკლარირებას ექვემდებარებოდა ამავე საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, 2019 წლის მაისში დეკლარირებული ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადი 1 964 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანების შესაბამისად სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შედეგად განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 121 399 ლარის ოდენობით. რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებებთან დაკავშირებით, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ექსპერტიზის შეფასების დასკვნების გათვალისწინებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან ექსპერტის დასკვნებით უძრავი ქონებების ღირებულების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდებთან, ექსპერტიზის დასკვნების მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად. ხოლო რაც შეეხება ფ/პ --------ზე რეალიზებული ბინის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას და ბინის რეალიზაციის შედეგად ფ/პ --------გან მიღებული თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანებით აღნიშნული სადავო საკითხები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულების (საბაზრო ფასის) განსაზღვრის მიზნით განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა, საბაზრო ფასად აღებულ იქნა აუქციონზე დაფიქსირებული ფასი, რის შედეგადაც ამ ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ ჩატარებული შეფასების დასკვნა კომპანიის მიერ რეალიზებულ საცხოვრებელ ფართზე და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე. ვინაიდან ექსპერტის დასკვნით უძრავი ქონების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდთან, ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადასახადის გადამხდელს 2019 წლის მაისში და 2019 წლის ივნისში დღგ-ის დეკლარაციებში ორჯერ აქვს დაბეგრილი 10 916 ლარი, სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე და დეკლარირებას ექვემდებარებოდა ამავე საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, 2019 წლის მაისში დეკლარირებული ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადი 1 964 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).