ბრძანება N 21514

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.09.2023
№ დოკუმენტი 21514
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21514

01 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №82930/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №006-270 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ:

1. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნის მომზადება განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ თვითნებურად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგად არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ მითითებული ხარჯის დოკუმენტები. ითხოვს სალაროში არსებული ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლას და დივიდენდად განხილვას (2008-2016 წლებში გადახდილი მოგების გადასახადის, 53 732 ლარის ჩათვლის მიზნით), ხოლო დარჩენილი ნაწილის სესხად დაკვალიფიცირებას.

2. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დარიცხული სანქციისგან, მათ შორის, 291-ე მუხლით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10733 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 თებერვლის №006-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 8 და 12 აპრილის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს".

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10733 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 59 752 ლარით, მათ შორის გადასახადი 39 768 ლარი და ჯარიმა 19 984 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ივნისის №006-270 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების პროცესში გაანალიზებულ იქნა სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საჩივარში წარმოდგენილია გადამხდელის პოზიცია სალაროში არსებული ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ სესხად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემის კვალიფიკაცია შეიცვალა დირექტორზე გაცემულ სესხად, შესაბამისად, შემცირდა გადასახადი 135 210 ლარი და ჯარიმა 67 605 ლარი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ხოლო მოგების გადასახადში დაერიცხა გადასახადი 95 442 ლარი და ჯარიმა 47 721 ლარი. მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად შემცირდა ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემის კვალიფიკაცია შეიცვალა დირექტორზე გაცემულ სესხად, შესაბამისად, დაკორექტირდა დარიცხული თანხები. მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად შემცირდა ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 59 752 ლარით, მათ შორის, გადასახადი 39 768 ლარით, ჯარიმა 19 984 ლარით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10733 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 59 752 ლარით, მათ შორის გადასახადი 39 768 ლარი და ჯარიმა 19 984 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ივნისის №006-270 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:306 (2); 304 (21).