ბრძანება N 24848
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24848
12 ნოემბერი 2025
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
(ფაქტ. მის.:"-------" )
2025 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა ი/მ"-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 20 ოქტომბრის №98433/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ოქტომბრის №001-208 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაედგინა შესაბამის პერიოდში ფასნამატის კოეფიციენტი, აღნიშნული ფასნამატით გაეანგარიშებინა შემოსავალი და მიიღებდა დეკლარირებულ მონაცემებს. თუმცა, შემმოწმებელმა შემოსავალი დათვალა არა ფასნამატის მეთოდით, არამედ დაადგინა ერთი საშუალო ფასი და ის ფასი გაავრცელა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, რაც არამართლზომიერია.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმა-საურავის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10387 ბრძანების საფუძველზე ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 30 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაავრცელოს საშუალო შეწონილი ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით და ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10387 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 4 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 123 614 ლარი, მათ შორის: გადასახადი 82 497 ლარი, ხოლო ჯარიმა 41 117 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელთან დეტალურად იქნა გავლილი რეალიზებული სმფ-ების ფასები სახეობების მიხედვით და გავლილი შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, როგორც დღგ-ში, ასევე საშემოსავლო გადასახადში.
ხარჯებთან და საწყის ნაშთთან დაკავშირებით, ი/მ "-------"-ის მიერ, გადაანგარიშების პროცესში, გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. (წარმოდგენილი აქვს ახსნა-განმარტება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელთან დეტალურად იქნა გავლილი რეალიზებული სმფ-ების ფასები სახეობების მიხედვით და გავლილი შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, როგორც დღგ-ში, ასევე საშემოსავლო გადასახადში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, როგორც შემოწმების პროცესში, ასევე, გადანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შესყიდული საქონელი ჩაშლილი იყო კატეგორიების მიხედვით. ყველა კატეგორიაზე გამოყვანილი იყო სარეალიზაციო ფასი, რომელიც გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საშუალო შეწონილი ფასით. შესაბამისად, გადამხდელის არგუმენტი რომ გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო ფასნამატების მიხედვით, არ იწვევს არავითარ ცვლილებას, რადგანაც ფასნამატი ითვლება სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით სმფ-ის კონკრეტული კატეგორიის თვითღირებულებასთან.
რაც შეეხება სანქციის პატიებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ თავდაპირველად წარმოდგენილი საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.ითხოვს ჯარიმა-საურავის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადაანგარიშების პროცესში, გადამხდელთან დეტალურად იქნა გავლილი რეალიზებული სმფ-ების ფასები სახეობების მიხედვით და გავლილი შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, როგორც დღგ-ში, ასევე საშემოსავლო გადასახადში.
ხარჯებთან და საწყის ნაშთთან დაკავშირებით,მომჩივანის მიერ, გადაანგარიშების პროცესში,ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).