ბრძანება N 10777
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10777
15.05.2023
ი/მ ---- ---------------ის (ს/ნ --------------------)
(იურ. მის: ----------------------------------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------------------)
2023 წლის 18 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ---- ---------------ის (ს/ნ --------------------) №80423/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №000-114 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 13 აპრილის №011-87/2 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი N51).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7677 ბრძანების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით და ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7677 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---- ---------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7677 ბრძანებისა და 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ი/მ ---- ---------------ს (ს/ნ --------------------) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად,მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის N011-87 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს ოქმის შედგენამდე წარმოდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7677 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---- ---------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით და ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მომჩივანს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად,მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს ოქმის შედგენამდე წარმოდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 302(6); 304(21);