ბრძანება N 3245
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3245
21.02.2023
ი/მ ------- --------- ის (ს/ნ --------------------)
(მის.: ქ. --------------------------------------------)
2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------ --------- (ს/ნ ------------) №6034/21 (------------------- ) საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26684 ბრძანებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24115 ბრძანების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24115 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად მომსახურების დეპარტამენტს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველეყო ი/მ ---- --------ის (ს/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2016-2017 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება (ჩამოწერა). ხოლო მე-3 პუნქტით დაევალა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველეყო ი/მ ------ -------ის (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24115 ბრძანების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგად 2022 წლის 20 ოქტომბერს გამოცემულ იქნა №26684 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ი/მ ------ -------ის (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადში განხორციელდა დარიცხული 2016-2017 წწ. გადასახადების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის თანახმად, ხოლო მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა 2018-2021 წწ. გადასახადებზე 30.04.2022 წლამდე დარიცხული საურავის შემცირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 20 ოქტომბრის №26684 ბრძანება გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24115 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -----------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.