გადაწყვეტილება №23450/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23450/2/2024
31 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 08.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23450/2/2024).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №094-97 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6026 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 773 128,9 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 389 132
დღგ - 368
საშემოსავლო გადასახადი - 388 764
ჯარიმა - 194 963
საურავი 189 033,9
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №17326 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33071 ბრძანება და №094-97 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2024 წლის №6026 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 11.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.05.2024 წლის №22843/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №094-97 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6026 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №094-97 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6026 ბრძანება 2024 წლის 11 აპრილს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2024 წლის 24 მაისის №22843/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
ზემოაღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით 2024 წლის 8 ივლისს გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 20.03.2024 წლის №6026 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა, რაც 11.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.05.2024 წლის №22843/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ)