საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ

ბრძანება 29.12.2025
№ დოკუმენტი 343
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №343

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისათვის გასაცემი კომპენსაცია (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საცხოვრებელი ფართობის ერთი თვით დაქირავებისთვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1150 ლარი;

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1500 ლარი;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1200 ლარი;

ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი;

ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 750 ლარი;

ზ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 700 ლარი;

თ) სენაკის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 700 ლარი;

ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი;

კ) მესტიის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 850 ლარი;

ლ) ქობულეთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 900 ლარი;

მ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი;

ნ) გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 900 ლარი;

ო) მარნეულის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 750 ლარი;

პ) თელავის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი;

ჟ) მცხეთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1200 ლარი;

რ) ბოლნისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი;

ს) ხაშურის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი;

ტ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი;

უ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი;

ფ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი;

ქ) ახალციხის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი;

ღ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 850 ლარი;

ყ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი;

შ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი;

ჩ) დმანისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი;

ც) წალკის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი;

ძ) ადიგენის მუნიციპალიტეტში– არაუმეტეს 500 ლარი;

წ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1000 ლარი.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე