გადაწყვეტილება №25433/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25433/2/2025
23 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 09.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25433/2/2025).
დავის საგანი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 02.05.2025 წლის N EL283830 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.06.2025 წლის N 12573 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 942,21 ლარი.
პროცედურული გარემოებები:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 02.05.2025 წლის N EL283830 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 942,21 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.06.2025 წლის N 12573 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის N -----21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.06.2025 წლის N 12573 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე 17.06.2025 წელს და გაცნობა ფიქსირდება იმავე დღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 07.07.2025 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 09.07.2025 წელს, მისი გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე 11.07.2025 წელს მომჩივანს ეცნობა შემოსავლების სამსახურის 17.06.2025 წლის N 12573 ბრძანების გასაჩივრების ვადის გაშვებასთან დაკავშირებით. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტზე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 942,21 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(9); 299(10);