ბრძანება N 7698
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7698
25 აპრილი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.:„-------“ )
2025 წლის 9 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 9 აპრილის №95009/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №007-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს შემმოწმებელთან ერთად იმ გაანგარიშებების გავლას, რომლებიც გრძელვადიანი კონტრაქტის ოპერაციის ფარგლებში გახდა როგორც თავდაპირველი დარიცხვის, ასევე, გადაანგარიშების დასკვნით განხორციელებული კორექტირების საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22214 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 4 თებერვლის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისათვის ხარჯების გაანგარიშება განახორციელოს რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22214 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 15 734 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 490 ლარით და ჯარიმა 5 244 ლარით.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 მარტის №007-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის ხარჯების გაანგარიშება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების (შენობის ფართობი) ნაცვლად განხორციელდა რეალიზებული ფართების პროპორციულად. შედეგად, გაანგარიშებაში გაიზარდა შენობის ფართობი, რამაც შეამცირა მიწის სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადაცემული ფართების პროცენტული მაჩვენებელი და გრძელვადიანი კონტრაქტით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა ჯამურად 58 276 ლარით, კერძოდ, 2018 წელს - 29 055 ლარით, 2019 წელს - 24 857 ლარით და 2020 წელს - 4 323 ლარით. შედეგად, პირს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22214 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისთვის ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები სულ 15 734 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 490 ლარით და ჯარიმა 5 244 ლარით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს შემმოწმებელთან ერთად იმ გაანგარიშებების გავლას, რომლებიც გრძელვადიანი კონტრაქტის ოპერაციის ფარგლებში გახდა როგორც თავდაპირველი დარიცხვის, ასევე, გადაანგარიშების დასკვნით განხორციელებული კორექტირების საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის ხარჯების გაანგარიშება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების ნაცვლად განხორციელდა რეალიზებული ფართების პროპორციულად. შედეგად, გაანგარიშებაში გაიზარდა შენობის ფართობი, რამაც შეამცირა მიწის სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადაცემული ფართების პროცენტული მაჩვენებელი და გრძელვადიანი კონტრაქტით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა ჯამურად 58 276 ლარით.შედეგად, პირს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).