ბრძანება N 128

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.01.2025
№ დოკუმენტი 128
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 128

15 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 23 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 23 დეკემბრის №93448/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ნოემბრის №001-207 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საწარმოო დანაკარგის სრულად გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კომპანიას ბუნებრივი დანაკარგის გარდა გააჩნია საწარმოო დანაკარგიც. განმარტავს, რომ კომპანიამ ბუნებრივ დანაკარგში გააერთიანა ფქვილის ყველა დანაკარგი და შემდგომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გადაიანგარიშა, რადგან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო ბუნებრივი დანაკარგის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13797 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 23 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოო დანაკარგის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13797 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 ნოემბრის №001-207 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა წარმოების პროცესში ფქვილის დანაკარგის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფქვილის დანაკარგმა შეადგინა 1%-დან 1.1%-მდე. შემოწმების მიერ ფქვილის დანაკარგად მიჩნეული იყო 1.6%, რაც აღემატება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შედეგს. შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანაკარგის გათვალისწინება ამძიმებდა შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საწარმოო დანაკარგის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია იწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული ინფორმაცია და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საწარმოო დანაკარგის სრულად გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13797 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა წარმოების პროცესში ფქვილის დანაკარგის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფქვილის დანაკარგმა შეადგინა 1%-დან 1.1%-მდე. შემოწმების მიერ ფქვილის დანაკარგად მიჩნეული იყო 1.6%, რაც აღემატება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შედეგს. შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანაკარგის გათვალისწინება ამძიმებდა შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)