ბრძანება N 11283

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2025
№ დოკუმენტი 11283
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11283

03 ივნისი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.: „--------“ )

2025 წლის პირველი მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) 2025 წლის პირველი მაისის №67132/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №084-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში დროულად იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, დაზუსტებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია თანდართული შედარების აქტებით, რის საფუძველზეც შემცირდა ფულის დანაკლისი და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის წარმოება, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო და მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, რომლიდან გამომდინარეც, საწარმოს მიერ შემოსავლები პრაქტიკულად საბანკო გადარიცხვებით არის მიღებული, ხოლო გაწეული ხარჯები სრულად საბანკო გადარიცხვებით არის განხორციელებული, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს სრულად გამჭვირვალეს და უტყუარს. ხოლო, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შემდგომ დარჩენილი ფულის დანაკლისი არაკანონზომიერია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ვის მიერ და რა კრიტერიუმებით განხორციელდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამდენადაც ქონების ვიზუალური დათვალიერება არ მომხდარა. ამასთან, საწარმოს ბალანსზე რიცხული ტრაქტორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოსულია მწყობრიდან და 10 წელზე მეტია ექსპლუატაციაში არ იმყოფება. შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ მასზე ანალოგიური ტექნიკის რეალიზაციის ფასის მიყენება, რომელიც გაყიდვის დროს სრულად გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სრულად შეუსაბამოა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №22436 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“(ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------” (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №22436 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 2 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 104 489 ლარი, მათ შორის, გადასახადი 69 659 ლარი, ჯარიმა 34 830 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 აპრილის №084-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია თანდართული შედარების აქტებით. ამასთან, დაკორექტირდა საწყისი დებიტორ-კრედიტორების ნაშთი და ფულის არაპირდაპირად გაანგარიშებისას ფულის საბოლოო ნაშთი საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულმა გამოიწვია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის შემცირება და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება.

2. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებით რაიმე მტკიცებულება ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დებიტორკრედიტორების შესახებ ინფორმაცია თანდართული შედარების აქტებით, რამაც გამოიწვია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ხოლო, ქონების გადასახადთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია თანდართული შედარების აქტებით. ამასთან, დაკორექტირდა საწყისი დებიტორ-კრედიტორების ნაშთი და ფულის არაპირდაპირად გაანგარიშებისას ფულის საბოლოო ნაშთი საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულმა გამოიწვია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის შემცირება და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება.

2. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებით რაიმე მტკიცებულება ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: