გადაწყვეტილება №19356/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 19356/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19356/2/2023

19.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 7.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19356/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის ID:12181155 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7025 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ხე-ტყის რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 22 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 28 დეკემბერს. 2023 წლის 10 იანვარს (ID --------), 30 იანვარს (ID --------) და 14 თებერვალს (ID --------) მომჩივანმა წარადგინა განცხადებები დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.

გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 12 იანვარს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა კომპანიის კანონიერ წარმომადგენელთან (დირექტორი) შეხვედრა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული კომუნიკაციისას გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ცოდნა, დირექტორი არ ფლობდა ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის (ხე-ტყის მასალის) მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს 2023 წლის 28 თებერვლის ID:-------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ეკონომიკური საქმიანობის შესახებ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს ინფორმაცია მიაწოდა 2023 წლის 12 იანვარს, მას შემდეგ სამჯერ განხორციელდა წერილობითი მიმართვა დღგ-ის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ მიუღიათ მკაფიო დავალებები რომელთა გამოსწორებაც უნდა მომხდარიყო კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით. მიუხედავად ამისა მომჩივანმა გაითვალისწინა მონიტორინგის სამსახურის ყველა შენიშვნა და დირექტორმა სრულყოფილად შეისწავლა დღგ-ის გადამხდელის უფლება მოვალეობები, ამასთან საგადასახადო დოკუმენტაციის საწარმოებლად დაიქირავა მაღალკვალიფიციური ბუღალტერი. მზად არის ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდოს ნებისმიერ ორგანოს, რითაც შესაძლებელი იქნება გაფანტოს მონიტორინგის თანამშრომლის მოსაზრება დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ.

აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროება მოითხოვს დღგ-ის ანგარიშფაქტურების მიღება-გამოწერას. საქონლის შესყიდვა განხორციელებული აქვს დღგ-ის გადამხდელი ორგანიზაციიდან, ასევე რეალიზაციაც განხორციელებულია დღგ-ის გადამხდელ ორგანიზაციაზე, აქედან გამომდინარე ერთის მხრივ ვერ ადასტურებს ა/ფაქტურების მიღებას და მეორეს მხრივ ვერ ახდენს მიწოდებულ საქონელზე ა/ფაქტურების გამოწერას და სწორი ინფორმაციების ასახვას შესაბამისი პერიოდების დეკლარაციაში. ითხოვს მიეცეს დამატებითი განმარტებები რა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი დღგ-ის კვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით.

მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7025 ბრძანების გაუქმებას და დღგ-ის გადამხდელის სტატუსის შეცვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა.

„არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს (შემდგომში - შემსრულებელს), სპეციალურ პროგრამულ მოდულში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიმართვის საფუძველზე ეწერება დავალება სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებელი, შესაბამისი დავალების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარი თქმის შესახებ.

ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული დავალების მიღებისას, შემსრულებელი თავდაპირველად, განწყობის შესაქმნელად, ამუშავებს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში - გასს) არსებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც ამყარებს გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უთანხმდება შეხვედრაზე. შემსრულებელი გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების დანართი №2-ით მიღებული, ასევე მის მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის შედეგად.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 28 დეკემბერს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროება მოითხოვს დღგ-ის ანგარიშფაქტურების მიღება-გამოწერას. საქონლის შესყიდვა განხორციელებული აქვს დღგ-ის გადამხდელი ორგანიზაციიდან, ასევე რეალიზაციაც განხორციელებულია დღგ-ის გადამხდელ ორგანიზაციაზე, აქედან გამომდინარე ერთის მხრივ ვერ ადასტურებს ა/ფაქტურების მიღებას და მეორეს მხრივ ვერ ახდენს მიწოდებულ საქონელზე ა/ფაქტურების გამოწერას და სწორი ინფორმაციების ასახვას შესაბამისი პერიოდების დეკლარაციაში. ითხოვს მიეცეს დამატებითი განმარტებები რა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი დღგ-ის კვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით.

მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის ID:--------- გადაწყვეტილება, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თაობაზე სათანადოდ არ არის დასაბუთებული, ასევე, მომჩივნის მიერ მოყვანილი გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნისათვის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7025 ბრძანება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანმა წარადგინა განცხადებები დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 12 იანვარს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა კომპანიის კანონიერ წარმომადგენელთან (დირექტორი) შეხვედრა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული კომუნიკაციისას გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ცოდნა, დირექტორი არ ფლობდა ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის (ხე-ტყის მასალის) მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, მომჩივანს უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.02.2023 4 წლის ID:12121155 გადაწყვეტილება, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თაობაზე სათანადოდ არ არის დასაბუთებული, ასევე, მომჩივნის მიერ მოყვანილი გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნისათვის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის N 3751 ბრძანება.