ბრძანება N 4059

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 4059
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4059

23 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ ------------)

(მის.: ----------------------------)

2025 წლის 12 და 25 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის და 2026 წლის 5 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №108; №11) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 12 დეკემბრის №---/1/2025 და 25 დეკემბრის №--/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ნოემბრის №125-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმების საფუძველზე დარიცხულ თანხებს. აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განაწილებულია თანხები დამფუძნებლებზე, რომლებიც დეკლარაციებში დაფიქსირებულია როგორც დივიდენდის განაცემი, ხოლო შეცდომით დაბეგრილია მხოლოდ 5 %-იანი განაკვეთით. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 280 000 ლარს და ითხოვს 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდიდან (1 744 186 ლარი) 280 000 ლარი ჩათვლილ იქნას დამფუძნებლების მიერ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით მიღებულ თანხებად, რომლებიც არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადამხდელი გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის შესწავლის მიზნით შემოწმებას წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია (პარტნიორთა კრების ოქმი კაპიტალის შემცირებაზე, ახსნა-განმარტება და ა.შ).

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22019 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 ნოემბრის №25286 ბრძანება და ამავე თარიღის №125-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 577 312 ლარი, მათ შორის გადასახადი 307 797 ლარი, ჯარიმა 153 898 ლარი და საურავი 115 616 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „---“ დაფუძნდა 2008 წლის 6 აგვისტოს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 257 147 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 45 379 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „----“-ს დამფუძნებლებზე 2008-2016 წლებშივე განაწილებულია 118 832 ლარის დივიდენდი, ხოლო 2017- 2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 175 163 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 1 744 186 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებს 2008 - 2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენს მოგების გადასახადის ჩათვლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 და 309-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 257 147 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 45 379 ლარს. ამასთან, საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე 2008-2016 წლებშივე განაწილებულია 118 832 ლარი დივიდენდი, ხოლო 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 175 163 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 1 744 186 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებს 2008 - 2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენს მოგების გადასახადის ჩათვლას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის პირველ იანვრამდე სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2025 წლის 25 დეკემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, საკითხის განხილვა გადაიდო 1 თვის ვადით, გადასახადის გადამხდელი განმეორებით დაბარებულ იქნა 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე, თუმცა არ გამოცხადდა და მის მიერ არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმების საფუძველზე დარიცხულ თანხებს.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22019 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25286 ბრძანება და №125-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 577 312 ლარი, მათ შორის გადასახადი 307 797 ლარი, ჯარიმა 153 898 ლარი და საურავი 115 616 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 257 147 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 45 379 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივანს დამფუძნებლებზე 2008-2016 წლებშივე განაწილებულია 118 832 ლარის დივიდენდი, ხოლო 2017- 2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 175 163 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 1 744 186 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებს 2008 - 2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენს მოგების გადასახადის ჩათვლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 და 309-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(12); 97(1 „ა“); 981(1); 269(7); 309( 92);