ბრძანება N 13960

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13960
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13960

20.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ------------)

(მის.: -----------------)

2023 წლის 2 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 2 მაისის №80706/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №005-40 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, რადგან შესყიდული მასალების ნაწილი კვლავ ჩათვლილია უსასყიდლოდ მიწოდებად. მომჩივანი აღნიშნავს რომ კომპანიის მიერ შესყიდული მასალები სრულად იქნა გამოყენებული მის მიერ განხორციელებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის, რაც დასტურდება საჩივარზე დართული ფოტომასალით. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციების გაუქმებას, აღნიშნული დარიცხვის ნაწილში.

ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1392 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის არსებობის პირობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაავრცელოს დაზუსტებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში;

5.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1392 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 31 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 7 862 ლარით, მათ შორის: გადასახადი 5 287 ლარი და ჯარიმა 2 575 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №005-40 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტები, შესაბამისი პერიოდების დეკლარაციები და ნაწილობრივ შემცირებულ იქნა შესაბამის პერიოდში დარიცხული გადასახადის თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით.

შესყიდული მასალების ნაწილის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა იჯარის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „----------“ 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდებში იჯარით ფლობდა ქ. --------- ტერიტორიაზე, ავტოფარეხს ფართით 245 კვ.მ, რომელსაც იყენებდა სასაწყობედ. შესაბამისად შემოწმების მიერ, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდში ქ. --------- მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულებული საქონლის გადაზიდვები მიჩნეულ იქნა მიზნობრივად და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, დანარჩენ მისამართებზე წარდგენილი არგუმენტაცია შემოწმებამ არ მიიჩნია საკმარისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამატებითი მტკიცებულებები, რაც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გადაანგარიშდა შესყიდული მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებში განხორციელებული დარიცხვა და დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, ნაწილობრივ შემცირებულ იქნა შესაბამის პერიოდში დარიცხული გადასახადის თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის შედეგად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304 4-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.ასევე ითხოვს სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1392 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 31 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №005-40 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21);309(112);