გადაწყვეტილება №19764/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19764/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19764/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №CB1459592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10884 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
28.03.2023 წლის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება ("------" ), რომლითაც ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირება. მომჩივნის მიერ გამოწერილ ელ.ზედნადებში მითითებული იყო ექვსი ცნობის ნომერი, ჯამში 30.8მ3 ხე-ტყის მასალაზე (ფიცარი), რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ქალაქი "------"-დან , ქალაქი "------"-ის მიმართულებით. ექვსი ცნობის ნომრიდან ერთ ცნობის ნომერში ("------"), დაფიქსირდა შეუსაბამობა. ამ ცნობის ნომრით სულ გაცემული იყო 2.86მ3 ხე-ტყის მასალა (ფიცარი). აღნიშნული ცნობის ნომრით მომჩივანს ზედნადებით 2მ3 ხე-ტყის მასალა (ფიცარი) უკვე განაშთული ჰქონდა და დარჩენილი ჰქონდა 0.86მ3 თუმცა გადამოწმების შედეგად აღნიშნული ცნობის ნომრით სრულად ახდენდა 2.86მ3 ხე-ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას.
აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №CB1459592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.05.2023 წლის №10884 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 286-ე მუხლის 12 და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, 31.12.2010 წლის №994 „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი საჩივარში არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ შპს ,,N1 -ს “ აწვდიდა დახერხილ ხის მასალას ფიცრის სახით, რაზეც გამოწერილი ჰქონდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, სადაც საერთო რაოდენობად მითითებული იყო 30,25მ3 . გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სასაქონლო ზედნადების პირველ პოზიციაში, სადაც მითითებული იყო ფიცარი რაოდენობით 2,86მ3 , 2მ3 უკვე გახარჯული იყო. სასაქონლო ექსპერტიზის მიხედვით რაოდენობა დადგინდა 27მ3 , გამოწერილზე 3,25მ3 -ით ნაკლები. დუბლირებული 2მ3 -ს გარდა დოკუმენტურად 28,25მ3 არის სწორი ფაქტობრივ რაოდენობასთან 1,25 მ 3 -ით. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მომჩივანი ითხოვს 19.04.2023 წლის №CB1459592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10884 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №"------" წერილი საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ გამოწერილ ელ.ზედნადებში მითითებული იყო ექვსი ცნობის ნომერი, ჯამში 30.8მ3 ხე-ტყის მასალაზე (ფიცარი), რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ქალაქი "------"-დან , ქალაქი "------"-ის მიმართულებით. ექვსი ცნობის ნომრიდან ერთ ცნობის ნომერში ("------"), დაფიქსირდა შეუსაბამობა. ამ ცნობის ნომრით სულ გაცემული იყო 2.86მ3 ხე-ტყის მასალა (ფიცარი). აღნიშნული ცნობის ნომრით მომჩივანს ზედნადებით 2მ3 ხე-ტყის მასალა (ფიცარი) უკვე განაშთული ჰქონდა და დარჩენილი ჰქონდა 0.86მ3 თუმცა გადამოწმების შედეგად აღნიშნული ცნობის ნომრით სრულად ახდენდა 2.86მ3 ხე-ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების ზუსტ ოდენობაზე გადამოწმების დროს არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში არ ეთანხმება სადავო ოქმს.
მომჩივანი ითხოვს 19.04.2023 წლის №CB1459592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10884 ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირება. მომჩივნის მიერ გამოწერილ ელ.ზედნადებში მითითებული იყო ექვსი ცნობის ნომერი, ჯამში 30.8მ3 ხე-ტყის მასალაზე (ფიცარი).ექვსი ცნობის ნომრიდან ერთ ცნობის ნომერში დაფიქსირდა შეუსაბამობა. ამ ცნობის ნომრით სულ გაცემული იყო 2.86მ3 ხე-ტყის მასალა (ფიცარი). აღნიშნული ცნობის ნომრით მომჩივანს ზედნადებით 2მ3 ხე-ტყის მასალა (ფიცარი) უკვე განაშთული ჰქონდა და დარჩენილი ჰქონდა 0.86მ3 თუმცა გადამოწმების შედეგად აღნიშნული ცნობის ნომრით სრულად ახდენდა 2.86მ3 ხე-ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას.
აღნიშნულზე მომჩივანს შეეფარდა სანქცია 5 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
270 (2),286( 12 ),„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 ,252