ბრძანება N 4070
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4070
10 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: ----------------------------------)
2025 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) №93921/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №074-21 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიას პერიოდულად მომსახურებას უწევდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული პირები, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებითაც, თუმცა შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიას სამშენებლო ობიექტებზე პერიოდულად მივლინებული ჰყავდა თანამშრომლები, რომლებზეც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულია ხარჯები, რომელთა ანაზღაურება ხდებოდა როგორც საბანკო ანგარიშიდან, ასევე საწარმოს სალაროდან, თუმცა საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული ხარჯი არ იქნა სრულად გათვალისწინებული. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტენდერებში არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები კორექტირდება რიგი მიზეზებიდან გამომდინარე (ჯარიმა, ხარვეზები სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდში და სხვა). შესაბამისად, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გამოწერილი და შემოწმების მიერ ფულის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული თანხები არ არის თანხვედრაში საწარმოს საბანკო ანგარიშზე რეალურად ჩარიცხულ თანხებთან. შემოწმებამ კი გაითვალისწინა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხელფასად განხილული თანხების სესხად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21249 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №074-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 7 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ მომსახურება გაწეულია ინდივიდუალური მეწარმეების მიერ ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებულ თანხებთან დაკავშირებით);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21249 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 92 359 ლარით, მ.შ. გადასახადი 61 628 ლარით და ჯარიმა 30 731 ლარით.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 დეკემბრის №074-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „----“ შორის 2022 წლის 15 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელი აწარმოებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის -----ის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პროექტის ღირებულება იყო 2 024 131 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობად წარდგენილი იყო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზირებული დაწესებულების მიერ - სს სადაზღვევო კომპანია „------“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია 101 207 ლარზე. თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულების გარანტიის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა ორი ფიზიკური პირის მიერ, -----ს და ------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, შეფასებითი ღირებულებით ჯამში 187 848 ლარი. აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნა შპს „-----“ და სს სადაზღვევო კომპანია „----------ს“ შორის 2022 წლის 3 აგვისტოს დადებული №-----/22 მომსახურების გენერალური ხელშეკრულებითა და 2022 წლის 8 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებებით, ზემოთ აღნიშნული, იპოთეკით დატვირთული ქონებები 2023 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, გასხვისებულ იქნა იძულებითი აღსრულების წესით გამართულ აუქციონზე. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა ფიზიკური პირების განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული მათი კუთვნილი ქონების ღირებულებით - ჯამში 187 848 ლარი, შპს „--------“ დაუბრუნა 2023 წლის დეკემბრის თვეში. კერძოდ: განცხადებების მიხედვით 2023 წლის 20 დეკემბერს ------ს დაუბრუნა 68 710 ლარი, ხოლო 2023 წლის 29 დეკემბერს -----ს დაუბრუნა 119 138 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული, თავისუფალი განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
● შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესახებ არსებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
● გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული ფიზიკური პირების მივლინების შესახებ ბრძანებები. შემოწმებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში მივლინების ხარჯად დაკვალიფიცირდა ბანკით გადახდილი თანხები 3 600 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 92 359 ლარით. რაც შეეხება წარმოდგენილ სადავო საკითხებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნისა და მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებულ ზიანთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ფიზიკური პირების განცხადებები, რომლითაც დადასტურდა, რომ იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული ქონების ღირებულება - ჯამში 187 848 ლარი, შპს „-------“ ფიზიკურ პირებს დაუბრუნდა 2023 წლის დეკემბრის თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული, თავისუფალი განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
● ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესახებ არსებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებები.
● საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული ფიზიკური პირების მივლინების შესახებ ბრძანებები. წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში მივლინების ხარჯად დაკვალიფიცირდა საბანკო გადარიცხვით გადახდილი 3 600 ლარი, რის შედეგადაც შემცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებები.
ამასთან, შემოწმების მიერ, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად განსაზღვრული თანხები, ასევე გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების თანხები. ვინაიდან, სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიღებული შემოსავლების, მ.შ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაკორექტირებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებითი არგუმენტები/მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21249 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1.ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2.საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს ხელფასად განხილული თანხების სესხად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №21249 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №074-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 7 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №21249 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 92 359 ლარით, მ.შ. გადასახადი 61 628 ლარით და ჯარიმა 30 731 ლარით.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 დეკემბრის №074-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);