N 15681 - 03/07/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.07.2023
№ დოკუმენტი 15681
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №15681

2023 წლის 03 ივლისი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში 24 სამუშაო დღით. ამასთანავე, უშუალო და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა თანხმობის შემთხვევაში, თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, დაქორწინების, შვილის შეძენის (მამის შემთხვევაში) ან ოჯახში არსებული ისეთი შეუცვლელი მდგომარეობისას, რომელიც გამორიცხავს თანამშრომლის სამსახურში ყოფნას.“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანვე.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე