გადაწყვეტილება №18864/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 18864/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18864/2/2023

9.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 13.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18864/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12002 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2022 წლის №006-385 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2538 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 670 804,29 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 303 728

დღგ - 280 872

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 157

საშემოსავლო გადასახადი - 22 699

ჯარიმა - 166 767

საურავი - 200 309,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 28.12.2021 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე პერიოდი.

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.05.2016 წელს, დღგ-ის გადამხდელია 27.04.2017 წლიდან. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებულია 1.11.2016 წელს გადამხდელის მიერ შპს „----------“-თან (ს/ნ ----------) დადებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან, რომლის მიხედვითაც შპს „----------“ზე (ს/ნ ----------) ახორციელებს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ ---------- ში (ს/კ ----------) დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას, ხოლო სანაცვლოდ იღებს აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელ ბინებსა და ავტოსადგომებს. შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საკუთრებაში გადმოსული უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში როგორც უძრავი ქონების წინარე, ისე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა საფუძველზეც მიღებული აქვს შემოსავალი (მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე ავანსად ჩარიცხული თანხები) ჯამში 2 502 468 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აქვს დაბეგრილი, რადგან ---------- ში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს მიიჩნევს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულად.

შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ---------- გან, კერძოდ ---------- ში მდებარე (ს/კ ----------) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში. ---------- ის პასუხის შესაბამისად, ვინაიდან ობიექტი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია 29.09.2008 წლის ბრძანებით, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაცემულია 25.12.2008 წლის ბრძანებით), ობიექტი სამსახურის მიერ არ არის შეყვანილი შეღავათით მოსარგებლე ობიექტების ნუსხაში.

შემოწმების შედეგად შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ---------- ში მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსში რეალიზებული უძრავი ქონებით მიღებული შემოსავალი (მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე ავანსად ჩარიცხული თანხები) საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1087 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12002 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი საწარმოს მიერ მშენებარე ფართების რეალიზაციის წილის მიწოდებად განხილვის მოთხოვნის ნაწილში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12002 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის ყოველმხრივ შესწავლა. შპს „----------“-ზე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.05.2016 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 27.04.2017 წლიდან. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებულია 1.11.2016 წელს გადამხდელის მიერ შპს „----------“-თან (ს/ნ ----------) დადებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან, რომლის მიხედვითაც შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) ახორციელებს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ---------- ში (ს/კ ----------) დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას, ხოლო სანაცვლოდ იღებს აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელ ბინებს, ავტოსადგომებს და შემდგომ ახდენს მათ რეალიზაციას.

გადამხდელის მიერ წარდგენილ სასამართლოს გადაწყვეტილებებში საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ერთ შემთხვევაში ხდება უშუალოდ ამხანაგობის წევრის მიერ წილზე საკუთრების უფლების გადაცემის ხელშეკრულებით წილის რეალიზაცია, ხოლო მეორე განსახილველ შემთხვევაშიც უშუალოდ ამხანაგობის წევრის მიერ ხდება უძრავი ქონების რეალიზაცია. რაც შეეხება შპს „----------“-ს, კომპანიას არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ის არის ამხანაგობა „----------“-ის წევრი. ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ შპს „----------“-ზე უძრავი ქონების სანაცვლოდ უწევს სამშენებლო მომსახურებას შპს „----------“-ს (ს/ნ ----------), რომელიც თავის მხრივ ახორციელებდა აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ამხანაგობა „----------“-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „----------“-მ საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება შპს „----------“-ათვის სამშენებლო მომსახურების გაწევით და არა ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „----------“-ს მიერ საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია ვერ იქნება განხილული როგორც ამხანაგობის წილის რეალიზაცია და მასზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.08.2022 წლის №006-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2538 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ის არის ამხანაგობა „----------“-ის წევრი. ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „----------“-ზე უძრავი ქონების სანაცვლოდ უწევს სამშენებლო მომსახურებას შპს „----------“-ს (ს/ნ ----------), რომელიც თავის მხრივ ახორციელებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ამხანაგობა „----------“-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „----------“-მ საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება შპს „----------“-თვის სამშენებლო მომსახურების გაწევით და არა ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „----------“-ს მიერ საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია ვერ იქნება განხილული როგორც ამხანაგობის წილის რეალიზაცია და მასზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12002 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი საწარმოს მიერ მშენებარე ფართების რეალიზაციის წილის მიწოდებად განხილვის მოთხოვნის ნაწილში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ციტირება: „წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შპს „----------“ წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა „----------“-ის ამხანაგობის წევრს და მისი შენატანი ამხანაგობაში განისაზღვრება სამშენებლო მომსახურებით. ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა „----------“-ის დაფუძნების შესახებ 2007 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, დამფუძნებელ წევრებს განეკუთვნებიან მესაკუთრე წევრები და მშენებელი. მიუთითებს, რომ სადავო ობიექტის მშენებლობას ახორციელებს შპს „----------“. მიაჩნია, რომ საწარმოზე ვრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაში (საქმე №ბს-538- 531(კ-15)) მოცემულ განმარტებაზე ამხანაგობის წილთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის წევრის მიერ მშენებარე ფართის რეალიზაცია, მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა, წარმოადგენს წილის მიწოდებას, რაც წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას და გათავისუფლებულია დღგ-ისგან. აღნიშნული დადასტურებულია ასევე ფ/პ „----------“ის საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით. საჩივარზე თანდართული აქვს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები. 2022 წლის 17 მარტს გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომელზეც თანდართულია ამხანაგობა „----------“-ის წევრთა კრების ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „----------“ არის ამხანაგობა „----------“-ის წევრი. შესაბამისად, გადამხდელს მიაჩნია, რომ შპს „----------“ მიერ შპს „----------“ ქონების მიწოდების შემდეგ, გადამხდელი ავტომატურად გახდა ამხანაგობის წევრი. მიაჩნია, რომ საწარმოზე უნდა გავრცელდეს 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადენილი შეღავათები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საწარმოს მიერ მშენებარე ბინების რეალიზაციის ნაწილში დარიცხული დღგ-ის გაუქმებას. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე, საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა არგუმენტაციის შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს აღნიშნულ ნაწილში სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)“.

სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო: (ციტირება) „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ის არის ამხანაგობა „----------“-ის წევრი. ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „----------“ უძრავი ქონების სანაცვლოდ უწევს სამშენებლო მომსახურებას შპს „----------“ (ს/ნ ----------), რომელიც თავის მხრივ ახორციელებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ამხანაგობა „----------“-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „----------“ საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება შპს „----------“ სამშენებლო მომსახურების გაწევით და არა ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „----------“ მიერ საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია ვერ იქნება განხილული როგორც ამხანაგობის წილის რეალიზაცია და მასზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი“.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.01.2016 წლის განჩინებასთან (საქმე №ბს-538-531(კ-15)), (ციტირება): „2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის წევრის მიერ მშენებარე ფართის რეალიზაცია, მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა, წარმოადგენს წილის მიწოდებას, რაც წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას და გათავისუფლებულია დღგ-ისგან“. აღნიშნული დადასტურებულია ასევე ფ/პ „----------“-ის საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

აქედან გამომდინარე მნიშვნელობა არ აქვს 7.08.2009 წლამდე შექმნილი ამხანაგობის წევრისაგან რა სამართლებრივი ფორმით მიიღებს საწარმო მშენებარე ქონებას საკუთრებაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე; ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12002 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი საწარმოს მიერ მშენებარე ფართების რეალიზაციის წილის მიწოდებად განხილვის მოთხოვნის ნაწილში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებულია 1.11.2016 წელს შპს „----------“-თან (ს/ნ ----------) დადებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან, რომლის მიხედვითაც მომჩივანი ახორციელებს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ---------- ში (ს/კ ----------) დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას, ხოლო სანაცვლოდ იღებს აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელ ბინებს, ავტოსადგომებს და შემდგომ ახდენს მათ რეალიზაციას. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს გადაწყვეტილებებში მითითებულია შემთხვევა, როდესაც ერთ შემთხვევაში ხდება უშუალოდ ამხანაგობის წევრის მიერ წილზე საკუთრების უფლების გადაცემის ხელშეკრულებით წილის რეალიზაცია, ხოლო მეორე განსახილველ შემთხვევაშიც უშუალოდ ამხანაგობის წევრის მიერ ხდება უძრავი ქონების რეალიზაცია. მომჩივანს არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ის არის ამხანაგობა „----------“-ის წევრი. მომჩივანი უძრავი ქონების სანაცვლოდ უწევს სამშენებლო მომსახურებას შპს „----------“-ს (ს/ნ ----------), რომელიც თავის მხრივ ახორციელებდა აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ამხანაგობა „----------“-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ნოემბერში შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) და ამხანაგობა „----------“-ს შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობის კუთვნილ მიწაზე (ს/კ ----------) შპს „----------“ (ს/ნ ----------) ააშენებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, საიდანაც გარკვეული რაოდენობის უძრავ ქონებას გადასცემდა ამხანაგობას, ხოლო დანარჩენ უძრავ ქონებას თვითონ განკარგავდა, 1.11.2016 წელს შპს „----------“-მ (ს/ნ ----------) გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება შპს „----------“-სთან (ს/ნ ----------), რომლის მიხედვითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) ანხორციელებს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ---------- ში (ს/კ ----------) დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას, ხოლო სანაცვლოდ შპს „----------“-გან (ს/ნ ----------) იღებს აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელ ბინებსა და ავტოსადგომებს. შესაბამისად, მშენებლობის მომსახურებას გადამხდელი უწევს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) და არა ამხანაგობას, აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საკუთრებაში გადმოსული უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში როგორც უძრავი ქონების წინარე ისე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა საფუძველზეც მიღებული აქვს შემოსავალი (მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე ავანსად ჩარიცხული თანხები) ჯამში 2 502 468 ლარი (დღგ-ის გარეშე).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ქონება მიღებული ჰქონდა განშლის გაკეთების შემდეგ, მომჩივანმა მიიღო კონკრეტული ქონება სამშენებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12002 ბრძანების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.