ბრძანება N 14195

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 20.06.2023
№ დოკუმენტი 14195
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14195

20.06.2023

ი/მ --------- (ს/ნ ---------)

(მის: -----------)

2023 წლის 12 ივნისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა ი/მ ---------- (ს/ნ --------) №19943/2/2023 საჩივარზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №000-165 საგადასახადო მოთხოვნას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.06.2023 წლის N19302/2/2023 გადაწყვეტილებით ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის N000-165 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან (დარჩენილი ჯარიმა, რომელიც გადაანგარიშებული იქნა 2023 წლის 5 ივნისსს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ID----- განცხადების მიხედვით). გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებას დაექვემდებარა 4138.13 ლარი. შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის N011-39/3 ბრძანება და N000-180 საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ --------- (ს/ნ --------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №000-165 საგადასახადო მოთხოვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.06.2023 წლის N19302/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის N000-165 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან. გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებას დაექვემდებარა 4138.13 ლარი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"დ".