ბრძანება N 26473

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.10.2023
№ დოკუმენტი 26473
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26473

27 .10.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---- -------ის“ (ს/ნ ------------)

(მის.: ---------------------------------)

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის (ოქმი №98) და 28 სექტემბრის (ოქმი №101) სხდომებზე განიხილა შპს „---- -------ის“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 14 აგვისტოს №83027/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №006-405 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა-რემონტის შესრულებული ფორმა N2-ების და მიღება-ჩაბარების აქტების კორექტირების შემდეგ საჭირო გახდა უკვე გამოწერილი და დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება, თუმცა ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც, 2023 წლის 20 თებერვალს გამოიწერა ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემოსავლების სამსახურში გაიგზავნა განცხადებები, რომ მოხსნილიყო არასწორად დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები დღგ-ს დეკლარაციებიდან, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის პერიოდებზე. განცხადებების მიხედვით მოთხოვნილი იყო 2023 წლის 20 თებერვალს გამოწერილი დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დეკლარირება, აღნიშნული განცხადებები დახარვეზდა, რადგან ჩამთვლელ მხარესთან შპს „------ს“ მიმართ შედგენილი იყო საგადასახადო შემოწმების აქტი. შესაბამისად, შპს „---" ვერ ახერხებდა, შემოწმების პერიოდით მოცული დეკლარაციებიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მოხსნას და სანაცვლოდ ახალი (დაზუსტებული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლას. გადამხდელი საჩივარში უთითებს, რომ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტებს, ხელშეკრულებებს და ფორმა N2-ებს. გადამხდელი ითხოვს სწორად გამოწერილი (დაზუსტებული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დეკლარირებას და არასწორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16112 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---- -------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 აგვისტოს №19269 ბრძანება და ამავე თარიღის №006-405 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 192 283 ლარი, მათ შორის, გადასახადი 109 241 ლარი, ჯარიმა 54 721 ლარი, საურავი 28 321 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს წარდგენილი 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების დღგ-ის დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების ანალიზის შედეგად განისაზღვრა გადამხდელის შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობები. ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული პერიოდების შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, 2021-2022 წლებში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 606 903 ლარით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა-რემონტის შესრულებული ფორმა №2-ების და მიღება-ჩაბარების აქტების კორექტირების შემდეგ საჭირო გახდა უკვე გამოწერილი და დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება. თუმცა ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც, 2023 წლის 20 თებერვალს გამოიწერა ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემოსავლების სამსახურში გაიგზავნა განცხადებები, რომ მოხსნილიყო არასწორად დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ს დეკლარაციებიდან, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის პერიოდებზე. გადამხდელი მიუთითებს, რომ ჩამთვლელი მხარე, შპს „----" ვერ ახერხებდა, შემოწმების პერიოდით მოცული დეკლარაციებიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მოხსნას (ვინაიდან გამოცემული იყო საგადასახადო შემოწმების აქტი) და სანაცვლოდ ახალი (დაზუსტებული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლას. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დეკლარირებას და დარიცხული გადასახადის კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ახალი/დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, და მასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები) თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახალი/დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სისწორე და ასევე, ის გარემოება, რომ დასაბეგრი ოპერაციები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია (რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების ორჯერ დარიცხვას), აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---- -------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ახალი/დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, და მასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახალი/დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სისწორე და ასევე, ის გარემოება, რომ დასაბეგრი ოპერაციები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია (რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების ორჯერ დარიცხვას), აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის დარიცხვას. ითხოვს სწორად გამოწერილი (დაზუსტებული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დეკლარირებას და არასწორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16112 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 აგვისტოს №19269 ბრძანება და ამავე თარიღის №006-405 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 192 283 ლარი, მათ შორის, გადასახადი 109 241 ლარი, ჯარიმა 54 721 ლარი, საურავი 28 321 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს წარდგენილი 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების დღგ-ის დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების ანალიზის შედეგად განისაზღვრა გადამხდელის შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობები. ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული პერიოდების შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, 2021-2022 წლებში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 606 903 ლარით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ახალი/დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, და მასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები) თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახალი/დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სისწორე და ასევე, ის გარემოება, რომ დასაბეგრი ოპერაციები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია (რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების ორჯერ დარიცხვას), აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 159(1 „ა“); 163(1,2); 164(1); 302(2);