ბრძანება N 6094
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6094
31 მარტი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
(მის.: „--------“ )
2025 წლის 4 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 4 მარტის №94425/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-591 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი სრულად. ვინაიდან, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალება, რიგ შემთხვევებში ძირი და პროცენტის ხარჯი გადახდილია ანგარიშვალდებული პირის მიერ, რაც დასტურდება ბანკის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკით. ასევე, აღნიშნავს, რომ არ არის გათვალისწინებული იჯარით აღებულ ფართში გაწეული ხარჯები, მათ შორის კომუნალური ხარჯი (შპს „--------“ - თითოეულ თვეში დაახლოებით 1 265 ლარის ოდენობით). აღნიშნული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები წარდგენილია შემოწმების პერიოდშიც ბუღალტრული პროგრამის მიწოდებისას, თუმცა გადაანგარიშების სამუშაო ცხრილში არ არის ასახული. ასევე, არ არის გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ხარჯები (ფორმა №2-ში მითითებული ხარჯები). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მისი მონაწილეობით ნაღდი ფულის ნაშთის ცხრილების დეტალურ გავლას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციების შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ როგორც პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, მოწოდებული ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მიხედვით გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი სრულად. ვინაიდან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალება, რიგ შემთხვევაში ძირი და პროცენტის ხარჯი გადახდილია ანგარიშვალდებული პირის მიერ, რაც დასტურდება ბანკის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკით. შესაბამისად, გადამხდელს მიაჩნია, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხა უნდა შემცირდეს როგორც სესხის, ასევე, სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან (ფორმა №2-ები) დაკავშირებული ხარჯების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25304 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „---------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25304 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-591 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში გადამხდელის მიერ არც ერთ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა ისეთი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა (შემცირდა).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამხდელმა წარადგინა გაურკვეველი ცხრილი, რომლის საფუძველზეც შეუძლებელი იყო რაიმე სახის ვალდებულების შესრულების დადგენა. შესაბამისად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში, მ.შ. არც საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25304 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-591 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).