ბრძანება N 5922
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5922
24.03.2023
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
მის:(-------------------------)
2023 წლის 3 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 მარტს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) №79468/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №000829 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მაღაზია, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობა,ს 73.25 მეტრის რადიუსით არის დაშორებული სკოლას. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვერ შეძლებს დაკისრებული სანქციის გადახდას და იძულებული იქნება შეაჩეროს სამეწარმეო საქმიანობა, მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 22 თებერვალს ი/მ ---------ის (ს/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ობიექტში ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით. კერძოდ სავაჭრო ობიექტი საიდანაც ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მდებარეობს --------ის რაიონის სოფელი ---------ის საჯარო სკოლის ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 82 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სახდელი 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით სადავო ოქმი გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული აქვს 2023 წლის 3 მარტს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 და 82 ნაწილების თანახმად:
81თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8 2 .ამ მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------) მიერ დარღვეულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მაღაზია, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობა,ს 73.25 მეტრის რადიუსით არის დაშორებული სკოლას. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვერ შეძლებს დაკისრებული სანქციის გადახდას და იძულებული იქნება შეაჩეროს სამეწარმეო საქმიანობა, მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ობიექტში ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით. კერძოდ სავაჭრო ობიექტი საიდანაც ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მდებარეობს საჯარო სკოლის ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 82 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სახდელი 1000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით სადავო ოქმი გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული აქვს 2023 წლის 3 მარტს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 219; 278
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი