ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 23.03.2017
№ დოკუმენტი 09
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2017 წლის 23 მარტი

ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 23 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 400 ლარი კვარტალში;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;

დ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში.

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №06 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

მუხლი 2

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილების (გაზეთი „აჭარა”, №74, 15.05.2007 წ., გვ. 13) პირველი პუნქტის „1.4“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „2.5“ ქვეპუნქტი.

მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.05.2017წ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ჯუმბერ ბერიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე