ბრძანება N 6072
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6072
20 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“-ის (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------;
იურ. მის.: ---------------------------)
2024 წლის 29 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) 2024 წლის 29 იანვრის №87295/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-754 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეზიდენტ/არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან განხორციელებული გადარიცხვების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტიდან არ ირკვევა კონკრეტულად რომელი საბანკო გადარიცხვები ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. აცხადებს, რომ შემმოწმელებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც ასახულია იურიდიული და ფიზიკური პირების ნუსხა, შედარდა კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას და მოძიებულ იქნა ყველა საბანკო ტრანზაქციაზე შესაბამისი ოპერაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი, რომელიც დანართის სახით თანდართული აქვს საჩივარზე.
ამასთან, განმარტავს, რომ ფიზიკური პირი --------ი წარმოადგენს შპს „------“-სა და ჩინურ კომპანიებს შორის შუამავალს, რომლის მეშვეობით ხორციელდება ჩინურ კომპანიებთან დაკავშირება და მოწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურება. ასევე, მომჩივნის განმარტებით, პანდემიის პერიოდში უმოკლეს ვადებში უნდა მომხდარიყო პირბადეების და სხვა პანდემიისგან დასაცავი საშუალებების მოძიება, შესყიდვა და საქართველოში ჩამოტანა. აცხადებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა მომწოდებლების მოძიება საზღვარგარეთ, რომლებსაც წინასწარ ურიცხავდნენ მოსაწოდებელი სამედიცინო საქონლის ღირებულებას, ხოლო შემდგომ აღმოჩნდებოდა, რომ მომწოდებელს არ გააჩნდა საქონლის საჭირო მარაგი და თანხის უკან დაბრუნების ნაცვლად ზემოთ აღნიშნული შუამავალი პირი ან თვითონ ნახულობდა გამოსაგზავნი საქონლის მომწოდებელს და კომპანიასთან შეთანხმებით ურიცხავდა დასაბრუნებელ თანხას ან კომპანია მოიძიებდა ახალ მომწოდებლებს და კომპანიის დავალებით ურიცხავდა მათ თანხებს. ითხოვს თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №9131 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33697 ბრძანება და ამავე თარიღის №006-754 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 477 382 ლარი, მათ შორის, გადასახადი 220 367 ლარი, ჯარიმა 111 762 ლარი,საურავი 145 253 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა საკითხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის სახით. კერძოდ, საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულია სხვადასხვა გადარიცხვები რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომლებთან დაკავშირებითაც არ არის წარმოდგენილი გადარიცხვის დანიშნულების/მიზნობრიობის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, ზემოაღნიშნული გადარიცხვები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულია სხვადასხვა გადარიცხვები რეზიდენტ/არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომლებთან დაკავშირებითაც შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი გადარიცხვის დანიშნულების/მიზნობრიობის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, აღნიშნული გადარიცხვები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საჩივარზე თანდართული მტკიცებულების სახით წარმოდგენილია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე განხორცილებული საბანკო ტრანზაქციების შესაბამისი ოპერაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეზიდენტ/არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან განხორციელებული გადარიცხვების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას.ითხოვს თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9131 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა №33697 ბრძანება და №006-754 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 477 382 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა საკითხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის სახით. კერძოდ, საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულია სხვადასხვა გადარიცხვები რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომლებთან დაკავშირებითაც არ არის წარმოდგენილი გადარიცხვის დანიშნულების/მიზნობრიობის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, ზემოაღნიშნული გადარიცხვები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:982 ( „ა“);