გადაწყვეტილება №27895/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27895/2/2026
14 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 3.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27895/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 28.04.2026 წლის №024-505 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“;
2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11402 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 28.04.2026 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი - 14 227 ლარი, ჯარიმა 7 159.50 ლარი, საურავი 6 105.83 ლარი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 28.04.2026 წლის №024-505 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) რიცხულ ქონებას.
აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.05.2026 წლის №11402 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საქმეში წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 5.08.2026 წლის №74526-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა რომ მომჩივანს 28.04.2026 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 28.04.2026 წლის №024-505 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ვინაიდან 2.07.2026 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა ზედმეტობა 2.03 ლარი, ხოლო აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 27 807.14 ლარი, გამოცემული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ“ 2.07.2026 წლის №024-819 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა მომჩივნის მიმართ გამოცემული „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 28.04.2026 წლის №024-505 ბრძანება.
ზემოხსენებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, გაუქმდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, აღარ არსებობს დავის საგანი და შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) რიცხულ ქონებას.
აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.05.2026 წლის №11402 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, გაუქმდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, აღარ არსებობს დავის საგანი და შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(დ)