ბრძანება N 25092
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25092
03 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------ის (ს/ნ ------------)
(მის.: ---------------------------)
2026 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა ი/მ ---------ის (ს/ნ ------------) 2026 წლის 17 ოქტომბრის №105096/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 სექტემბრის №044-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 თებერვლის №3672 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 თებერვლის №3672 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------ის (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---------ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლო-სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 თებერვლის №3672 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 67 091 ლარით, მათ შორის გადასახადი 45 886 ლარი და ჯარიმა 21 205 ლარი.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 17 სექტემბრის №044-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 78 767 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 37 685 ლარი
ჯარიმა - 27 125
საურავი - 13 957
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 28 ოქტომბერს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
ბრძანების საფუძველზე მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა. ასევე, შემოწმდა დღის საშუალო ნავაჭრთან შედარებით რადიკალური გადახრის (განსხვავების) არსებობა. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შემცირდა სულ 254 926 ლარით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშებისას 2022-2023 წლების პერიოდზე დუბლირებული თანხები ამორიცხა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან, თუმცა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდზე დუბლირებული თანხები არ არის ამოღებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდან.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და ასევე შემოწმდა დღის საშუალო ნავაჭრთან შედარებით რადიკალური გადახრის (განსხვავების) არსებობა. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 254 926 ლარით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №3672 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №3672 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლო-სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი,ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა.
შემოსავლების სამსახურის №3672 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 67 091 ლარით, მათ შორის გადასახადი 45 886 ლარი და ჯარიმა 21 205 ლარი.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №044-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);