N 1487 - 03/02/2021 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.02.2021
№ დოკუმენტი 1487
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1487

2021 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 14. შეფასების განხორციელება 2021 წელს

„2021 წელს განსახორციელებელი შეფასების მიზნებისათვის შეფასების განხორციელება დაიწყება 2021 წლის 1 იანვრიდან სამსახურის დავების დეპარტამენტის, აუდიტის დეპარტამენტის და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. 2021 წლის 1 თებერვლიდან სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ხოლო სამსახურის ყველა სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის – 2021 წლის 1 აპრილიდან.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე