N 2944-Iს - 12/12/2014 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 12.12.2014
№ დოკუმენტი 2944-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,12 დეკემბერი 2014 წ.

N2944-Iს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე