გადაწყვეტილება №20864/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20864/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20864/2/2023

22 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20864/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.04.2022 წლის №9632 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №057-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №21717 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 80 843 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 48 793

დღგ - 381

მოგების გადასახადი - 43 901

საშემოსავლო გადასახადი - 4 511

ჯარიმა - 24 015

საურავი - 8 035

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №23951 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №42263 ბრძანება და №057-34 საგადასახადო მოთხოვნა

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.04.2022 წლის №9632 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 15.04.2022 წლის №9632 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნა, 14.06.2023 წლის №13509 ბრძანება და №057-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 სექტემბრის №21717 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ ვერ დასტურდება აღნიშნული შესყიდვის აქტებით შეძენილი მასალის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, ვინაიდან შემოწმების მიერ აქტის შედგენისას უკვე გათვალისწინებული იყო საწვავად გამოსაყენებელი შეშა და თხილის ნაჭუჭი, რომლის შეძენაც დოკუმენტურად ფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარუდგენია შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისგან განსხვავებული დოკუმენტები.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს, სიტუაციური სახელმძღვანელოს (02-56) მიხედვით, შეშის შესყიდვის აქტების (128 700 ლარის) 75% ჩაეთვალოს ხარჯებში და შესაბამისად შემცირდეს დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 15.04.2022 წლის №9632 ბრძანებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სალაროს მოძრაობის ცხრილი და 128 700 ლარის ღირებულების შეშის შესყიდვის აქტები. საწარმო ფლობს შეშის საშრობს, რომელსაც იყენებს ხე-ტყის მასალის გამოსაშრობად. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ვერ დასტურდება აღნიშნული შესყიდვის აქტებით შეძენილი მასალის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ აქტის შედგენისას უკვე გათვალისწინებული იყო საწვავად გამოსაყენებელი 25 314 ლარის ღირებულების შეშა და 41 125 ლარის ღირებულების თხილის ნაჭუჭი, რომლის შეძენაც დოკუმენტურად ფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას.

მომჩივანი ითხოვს, სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, შეშის შესყიდვის აქტების 75% ჩაეთვალოს ხარჯებში. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.04.2022 წლის №9632 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.04.2022 წლის №9632 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი №9632 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); შესწავლის შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 სექტემბრის №21717 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ ვერ დასტურდება აღნიშნული შესყიდვის აქტებით შეძენილი მასალის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, ვინაიდან შემოწმების მიერ აქტის შედგენისას უკვე გათვალისწინებული იყო საწვავად გამოსაყენებელი შეშა და თხილის ნაჭუჭი, რომლის შეძენაც დოკუმენტურად ფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარუდგენია შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისგან განსხვავებული დოკუმენტები. №21717 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1 „გ“)