ბრძანება N 11689

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 06.06.2025
№ დოკუმენტი 11689
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 11689

06 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ს“ (ს/ნ ------)

(მის.: -------- №---)

2025 წლის 14 მაისის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ -------) 2025 წლის 14 მაისის №95707/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასა და 2025 წლის 28 მარტის №022-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დირექტორის პირად ანგარიშზე, პირადი მიზნებისთვის, ჩარიცხული თანხების კომპანიის კუთვნილ თანხად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ დირექტორის პირად ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, აცხადებს, რომ დირექტორს პირად ანგარიშზე შეტანილი აქვს მცირე თანხები პირადი მიზნებისთვის, რაც შემოწმებით ასევე კომპანიის კუთვნილ თანხად ჩაითვალა. აცხადებს, რომ შემოწმებას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №022-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები: ს

აქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ის“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 28 მარტის №022-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოსადგენი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №022-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადრებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებლების მიერ შესწავლილ იქნა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც გადამხდელის მიერ ასევე წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესში და არ იქნა გათვალისწინებული, რადგან შემოწმების მიერ სათანადო წესით დამოწმებულად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია ზეგავლენას ვერ ახდენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, მიმდინარე საჩივრით წარმოდგენილია წინა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „------ის“ (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „------ის“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის

2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი; 2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას. ასევე ითხოვს 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთან ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებლების მიერ შესწავლილ იქნა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც გადამხდელის მიერ ასევე წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესში და არ იქნა გათვალისწინებული, რადგან შემოწმების მიერ სათანადო წესით დამოწმებულად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია ზეგავლენას ვერ ახდენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 („ზ“)