ბრძანება N 27061
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27061
24 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2017 წლის 22 მარტის და 13 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბერს, 24 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს, 7 ნოემბერს და 12 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №112, №114, №116, №119 და №130) განიხილა ------- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის (საქმე №3/1259-17/22) გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2017 წლის 22 მარტის №14325/2/17 და 13 ივნისის №23775/1/2017 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №081-66 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასა და 2017 წლის 17 მაისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ ვინაიდან კომპანიას კომერციული ფართების მომავალ მესაკუთრეებთან არ ჰქონდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული და შესაბამისად, მათ წინაშე არ ჰქონდა აღებული რაიმე ვალდებულება, აუდიტის დეპარტამენტმა მშენებლობის კომერციული ნაწილი განიხილა დაუმთავრებელ მშენებლობად და დაბეგრა ქონების გადასახადით. მიუთითებს, რომ აღნიშნული პროექტი დასაწყისშივე მიჩნეული იყო საინვესტიციო პროექტად და უნდა მომხდარიყო მთლიანი კომერციული ფართების რეალიზაცია, რის გამოც 2013 წელს კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურს ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც გულისხმობს შენობის მთლიანად გასხვისებას უკუიჯარით აღებისა და სასტუმროს ოპერირების პირობით. აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი პირდაპირ ადასტურებს კომპანიის განზრახვას კომერციული ფართების გასხვისების თაობაზე. აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს ინვესტორს საინვესტიციო პროექტი დაიწყოს მას შემდეგ, რაც პოტენციურ მყიდველთან ექნება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული. ამასთან, აცხადებს, რომ ქონების გასხვისების ფაქტი დასტურდება, კომერციული და საცხოვრებელი ფართების რეალიზების თაობაზე, სამაკლერო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
● აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №081-66 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 აგვისტოს №24418 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 12 იანვრიდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე, ხოლო წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში 2012-2015 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2012-2013 წლის საანგარიშო პერიოდზე 2016 წლის 9 ნოემბერს შედგენილ იქნა შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 10 ნოემბრის №31162 ბრძანება და ამავე თარიღის №081-215 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 178 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 533 ლარი, ჯარიმა 17 413 ლარი, საურავი 232 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 31 იანვრის №2161 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) სტატუსის შესახებ (სმფ-ს წარმოადგენს ეს ქონება თუ ძირითად საშუალებას). თავის მხრივ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მომსახურების გამწევი პირის რეზიდენტობის თაობაზე. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 იანვრის №2161 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2017 წლის 6 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 10 მარტის №081-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის №11137 ბრძანებით, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საჩივარი დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის №11137 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 21 სექტემბრის №14619/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საშუამავლო და განზრახვის ხელშეკრულებები. აღნიშნულიდან არც ერთი არ შესრულებულა, ხოლო ხელშეკრულებების შინაარსით არ დასტურდება საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) სასაქონლომატერიალური ფასეულობის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
● აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 მაისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 აგვისტოს №24418 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე, 2014-2016 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდზე 2017 წლის 11 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2017 წლის 16 მაისის №12974 ბრძანება და 17 მაისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 567 500 ლარი, მათ შორის, გადასახადი 374 844 ლარი, ჯარიმა 192 656 ლარი, საურავი 0 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 3 ივლისის №17714 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ქონების გადასახადის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 21 სექტემბრის №4305/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს 2012 წელს ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს -------, ------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 670 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაეკისრა შემდეგი საინვესტიციო ვალდებულებები: არანაკლებ 33 სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის და არანაკლებ 120 ნომრის მქონე მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის აშენება და პროექტში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტირება. „-------“ საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, მოშენების საერთო ფართი შეადგენს 68 679 კვ.მ-ს, ხოლო სასარგებლო ფართი 60 423 კვ.მ. პროექტი დაყოფილია 5 ბლოკად: მიწისქვეშა სართული (პარკინგი), სამორინე, კომერციული ფართები - სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, საცხოვრებელი ფართები. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია 2013 წლის აპრილის თვიდან და 2015 წლის მაისიდან შეჩერებულია. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით აშენებულია სულ 31 323 კვ.მ. საწარმოს 2013 წლის 20 დეკემბერს მიმართული აქვს საგადასახადო ორგანოსადმი ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა ტურისტული საწარმოს სტატუსი კომპანიას არ მიუღია. ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მყიდველის ვალდებულებებში მითითებულია, რომ კომპანია ვალდებულია 2016 წლის 30 ივნისამდე უზრუნველყოს სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეეყვანა და მასში არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ამოქმედება. მყიდველის ვალდებულება სასტუმროს გახსნაზე შესრულებულად ჩაითვლება, თუ სასტუმროს გახსნის მყიდველის მიერ შერჩეული მესამე პირი - სასტუმროს მმართველი/ოპერატორი. გადასახადის გადამხდელს მომავალ მესაკუთრეებთან არ აქვს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და არ აქვს არანაირი ვალდებულებები აღებული სასტუმროს, სამორინე ან კომერციული ფართების მომავალ მესაკუთრეებთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენლი საშუამავლო ხელშეკრულებებიდან არც ერთი არ შესრულებულა, ხოლო ხელშეკრულებების შინაარსით არ დასტურდება საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სტატუსი. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა ქონების გადასახადით. ამასთან, ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრ ბაზაში დამატებით იქნა ჩართული (დაკაპიტალიზირდა) აღებულ სესხზე დარიცხული პროცენტები.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის ბრძანებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები (ქონების გადასახადის ნაწილში), გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ------- საქალაქო სასამართლოში, რომლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის (საქმე №3/1259-17/22) გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №081-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და 2017 წლის 17 მაისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა (ქონების გადასახადის ნაწილში), შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის №11137 და 3 ივლისის №17714 ბრძანებები (ქონების გადასახადის ნაწილში) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 21 სექტემბრის №14619/2/17 და №4305/2/17 გადაწყვეტილებები (ქონების გადასახადის ნაწილში), დაევალა შემოსავლების სამსახურს, საკითხის სრულად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის (საქმე №3/ბ-234-22) განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის (საქმე №ბს-49(2კ-23) განჩინებით.
------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა გადასახადის გადამხდელის სამართლიან მითითებას, რომ პროექტი დასაწყისშივე მიჩნეული იყო საინვესტიციო პროექტად და განსაზღვრულია კომერციული ფართების რეალიზაცია.
სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი
არ გაითვალისწინა მშენებლობის პროცესში შპს „-------“-ს (ს/ნ -------) პარტნიორებს შორის მიმდინარე დავის რეალური შედეგები, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით და ასევე ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების მიღებისას, თუმცა დავის განმხილველმა ორგანომ სათანადოდ არ გამოკვლია და არ გათვალისწინა აღნიშნული ფაქტი.
ყოველივე მითითებული გარემოებები საჭიროებს დამატებით კვლევას და სათანადოდ შეფასებას, მით უფრო, როდესაც ამჟამად მხარეთა შორის სასამართლო დავა დასრულებულია და მოსარჩელე აგრძელებს ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ხოლო, მესამე ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად საწარმოს 2012 წელს ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს ქალაქ ------- მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაეკისრა საინვესტიციო ვალდებულებები. საწარმოს 2013 წელს მიმართული აქვს საგადასახადო ორგანოსადმი ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა ტურისტული საწარმოს სტატუსი კომპანიას არ მიუღია. ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მყიდველის ვალდებულებებში მითითებულია, რომ კომპანია ვალდებულია 2016 წლის 30 ივნისამდე უზრუნველყოს სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეეყვანა და მასში არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ამოქმედება. მყიდველის ვალდებულება სასტუმროს გახსნაზე შესრულებულად ჩაითვლება, თუ სასტუმროს გახსნის მყიდველის მიერ შერჩეული მესამე პირი - სასტუმროს მმართველი/ოპერატორი. გადასახადის გადამხდელს მომავალ მესაკუთრეებთან არ აქვს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და არ აქვს არანაირი ვალდებულებები აღებული სასტუმროს, სამორინე ან კომერციული ფართების მომავალ მესაკუთრეებთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენლი საშუამავლო ხელშეკრულებებიდან არც ერთი არ შესრულებულა, ხოლო ხელშეკრულებების შინაარსით არ დასტურდება საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სტატუსი. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) დაიბეგრა ქონების გადასახადით, ამასთან, ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრ ბაზაში დამატებით იქნა ჩართული (დაკაპიტალიზირდა) აღებულ სესხზე დარიცხული პროცენტები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე (2024 წლის 04 დეკემბრის N01-01- 10/10218 წერილი), რომლის თანახმად კომპანიას მიეცა თანხმობა მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში, საცხოვრებელი ბინების გასხვისება ან სარგებლობის უფლებით გაცემა იმ პირობით, თუ შესრულებული იქნებოდა ყველა ის ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულებით და საცხოვრებელი ფართების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში, შესაბამისი ფართების სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერზე აისახებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვალდებულების შესრულებაზე განსაზღვრული იქნება სოლიდარული პასუხისმგებლობა. ამასთან, მყიდველის მიერ კომერციული ფართების განკარგვის შემთხვევაში, ------- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მესამე პირის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს არ ახორციელებს.
შემოსავლების სამსახური ასევე ეყრდნობა იმ გარემოებებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამაკლერო კომპანიებთან, კომერციული და საცხოვრებელი ფართების რეალიზების მიზნით, გაფორმებული ხელშეკრულებებიდან არც ერთი არ შესრულებულა, ამასთან, მომჩივნის წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტებით და საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაეკისრა საინვესტიციო ვალდებულებები. საწარმოს მიმართული აქვს საგადასახადო ორგანოსადმი ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა ტურისტული საწარმოს სტატუსი კომპანიას არ მიუღია.
კომპანიის ვალდებულება იყო სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეეყვანა და მასში არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ამოქმედება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენლი საშუამავლო ხელშეკრულებებიდან არც ერთი არ შესრულებულა; ხელშეკრულებების შინაარსით არ დასტურდება საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სტატუსი. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა (სასტუმრო, სამორინე, სავაჭრო კომპლექსი) დაიბეგრა ქონების გადასახადით. ამასთან, ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრ ბაზაში დამატებით იქნა ჩართული (დაკაპიტალიზირდა) აღებულ სესხზე დარიცხული პროცენტები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1); 202(1);