ბრძანება N 20966

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2024
№ დოკუმენტი 20966
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20966

26 სექტემბერი 2024

ბრძანება

შპს „-------“- (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 18 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 18 სექტემბრის №92010/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №023-20 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასრულად აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და სრულად არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები. მომჩივანი ითხოვს მისი მონაწილეობით სადავო საკითხის შესწავლას და ასევე, ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6041 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 6 თებერვლის №87513/1/2024 საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №41502 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6041 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები სულ 69 304 ლარით, მათ შორის, გადასახადი 54 770 ლარით და ჯარიმა 14 534 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 ივლისის №023-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებით ფულის ნაშთი გაანგარიშდა შემოწმების ხელთ არსებული მიღებული შემოსავლისა და გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები არ იყო წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №41502 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები (ფიზიკურ პირთან გაფორმებული შესყიდვის აქტი) შესწავლა/გამოკვლევისთვის (ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის, თანხის გადახდის და აღნიშნული საქონლის ფლობის ფაქტის რეალობის დადგენის მიზნით) სრულად გადაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის წერილით დგინდებოდა, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა 4 ფიზიკური პირი, რომლებმაც დაადასტურეს შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია.

საგამოძიებო სამსახურის წერილისა და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 დეკემებრის №41502 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 06 დეკემბერს შედგენილი დასკვნის მიხედვით, ფულის ნაშთი შემცირდა მხოლოდ 4 ფიზიკური პირისგან შეძენილი საქონლის ღირებულებით, შედეგად შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სულ 48 383 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 640 ლარი და ჯარიმა 15 743 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6041 ბრძანების აღსრულების პროცესში საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა წარმოდგენილი შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება და აღნიშნულის საფუძველზე გადახდილი თანხით გადამხდელის მზარდი ფულის ნაშთის შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 69 304 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 54 770 ლარით და ჯარიმა 14 534 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, რომელთა სრულად გათვალისწინების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 69 304 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 54 770 ლარით და ჯარიმა 14 534 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი არგუმენტი რაც წინამდებარე საჩივრით არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, რომელთა სრულად გათვალისწინების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);304(21)