ბრძანება N 26317

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2024
№ დოკუმენტი 26317
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 26317

13 დეკემბერი 2024

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის: „--------“ )

2024 წლის 28 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა შპს „-------- -ის “ (ს/ნ „--------“ ) №93090/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურის (400 ლარი) გადახდის კანონიერების საკითხს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, სისტემური ხარვეზის გამო დუბლირებული იქნა წინასწარი დეკლარირების მოთხოვნის განცხადება, რის გამოც ორჯერ განხორციელდა სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა.

ითხოვს, დაუბრუნდეს მომსახურების საფასური 400 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 27 ნოემბერს შპს „------ -მა “ (ს/ნ „--------“ ), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი №„--------“და №„--------“ელექტრონული განცხადებებით, საბაჟო ორგანოს მიმართა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარი დეკლარირების მიზნით. მითითებული განცხადებების საფუძველზე, 2024 წლის 28 ნოემბერს დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაციები: №1„--------“ და №„--------“.

როგორც შემდგომ გაირკვა, შპს „------- -ის “ მიერ ერთი და იგივე საქონელზე ორჯერ იქნა მოთხოვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირების მომსახურების გაწევა და შესაბამისად, №„--------“ და №„--------“ საბაჟო დეკლარაციებით განხორციელდა ერთი და იგივე საქონლის დეკლარირების მიზნით მომსახურების 2-ჯერ გაწევა.

შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) 2024 წლის 29 ნოემბრის №„--------“განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა №„--------“ (28.11.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაციის გაუქმება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც: ე) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებულმა პირმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი მომსახურების მიღებაზე, ან ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის (გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისა) გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაუბრუნდება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისთვის შემდგომი მიმართვისას, პირი ვალდებულია დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური.

დადგენილია, რომ მომჩივანმა 2024 წლის 27 ნოემბერს, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი №„--------“და №„--------“ელექტრონული განცხადებებით, საბაჟო ორგანოს მიმართა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარი დეკლარირების მიზნით. მითითებული განცხადებების საფუძველზე, 2024 წლის 28 ნოემბერს დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაციები: №„--------“ და №„--------“.

როგორც შემდგომ გაირკვა, შპს „------ -ის“ მიერ ერთი და იგივე საქონელზე ორჯერ იქნა მოთხოვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირების მომსახურების გაწევა და შესაბამისად, №„--------“ და №„--------“ საბაჟო დეკლარაციებით განხორციელდა ერთი და იგივე საქონლის დეკლარირების მიზნით მომსახურების 2-ჯერ გაწევა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების საფასურის თანხა ზედმეტად გადახდილად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ე) დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნული მომსახურების მიღებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, ვინაიდან მომჩვანმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი მომსახურების მიღებაზე, მის მიერ გადახდილი საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაუბრუნდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორის განმარტებით, სისტემური ხარვეზის გამო დუბლირებული იქნა წინასწარი დეკლარირების მოთხოვნის განცხადება, რის გამოც ორჯერ განხორციელდა სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა.ითხოვს, დაუბრუნდეს მომსახურების საფასური 400 ლარის ოდენობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ ერთი და იგივე საქონელზე ორჯერ იქნა მოთხოვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირების მომსახურების გაწევა და შესაბამისად,საბაჟო დეკლარაციებით განხორციელდა ერთი და იგივე საქონლის დეკლარირების მიზნით მომსახურების 2-ჯერ გაწევა. მომჩივანის განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა საქონლის საბაჟო დეკლარაციის გაუქმება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6).