ბრძანება N 30136
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30136
04 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ას“ (ს/ნ ------------------)
(მის.: ------------------------------------)
2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „---------ას“ (ს/ნ ------------------) 2023 წლის 7 ნოემბრის №188023/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №094-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე ავანსად გადარიცხული თანხის (134 925 ლარის) უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმოს არ შეიძლება დაბრალდეს უმოქმედობა, ვინაიდან წერილობით მიმართა მომწოდებელს პროდუქციის მოწოდების შესახებ. მომწოდებელი კომპანია წარმოადგენს რუსეთში რეგისტრირებულ პირს და დღევანდელი პოლიტიკური/ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მუშაობა პროდუქციის მოწოდებაზე ან ვალდებულების დაფარვაზე. დამატებით მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იურიდიული კომპანიის მოსაძიებლად საქმის სამართლებრივ ჭრილში განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამასთან, გადამხდელის მიერ აუდიტორისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მომწოდებელი ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან და სამართლებრივად კომპანია ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, ამდენად ფასს-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე გადამხდელს უფლება აქვს ჩამოწეროს უიმედო დებიტორული დავალიანება მოგებაზარალის ხარჯზე.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული და ჩამოწერილი თანხის (2 780 592 ლარი) ფინანსური სახსრების უსასყიდლო გადაცემად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს პირგასამტეხლოს. აუდიტის მიერ საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად გამოთქმული მოსაზრება არ შეესაბამება ქვეყნებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების პრინციპებს. მომწოდებელი კომპანია დეტალურად აღწერს ხელშეკრულების პირობებს და დამატებით განმარტავს, რატომ იყენებს მყიდველის მიმართ საჯარიმო სანქციებს და რა მიზეზით არ უბრუნებს ავანსად ჩარიცხული თანხებიდან 890 140 აშშ დოლარს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჯარიმას ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო და იგი წარმოადგენს მყიდველის მიერ წამოუღებელი პროდუქციის 1 ტონაზე გადასახდელ თანხას 119 აშშ დოლარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10148 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------ას“ (ს/ნ ------------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------ას“ (ს/ნ ------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტი კომპანიისათვის გადარიცხული და ჩამოწერილი თანხა, წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში არარეზიდენტ საწარმოზე უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10148 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 2 243 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 495 ლარი, ჯარიმა 748 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 ოქტომბრის №094-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან (იპესრ) ამონაწერი, რომელიც შეიცავს მონაცემებს შპს „--------------ის“ (----------ია) (№----------) შესახებ. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, 2022 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იურიდიული პირის იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან მოახლოებული გარიცხვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს გააჩნდა თუ არა რაიმე ეკონომიკური საქმიანობა არარეზიდენტ მომწოდებელს. შესაბამისად, არსებობს რისკი გადარიცხვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება შპს „-----------------გან“ (---------ია) საქონლის შეძენა, უფიქსირდება მხოლოდ თანხის გადარიცხვა. შედეგად, გადაანგარიშებით, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში არ ექვემდებარება კორექტირებას.
. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო არარეზიდენტ მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება და წერილი, სადაც არარეზიდენტი კომპანია განუმარტავს, რომ მის მიერ მომწოდებელზე დარეზერვებული შაქრისთვის ავანსად გადახდილი იყო თანხა, რომელსაც მომწოდებელი არ დაუბრუნებდა მათი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის გამო, შესაბამისად, ისინიც იძულებულები იყვნენ ჩამოეჭრათ აღნიშნული თანხა. გადაანგარიშების პროცეში, დამატებით წარმოდგენილ იქნა მხოლოდ შპს „----------“-სთან გაფორმებული ნოტარიულად ნათარგმნი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია შეადგენს 119 აშშ დოლარს, ხოლო შპს „-------“-სა და მის მომწოდებელს შორის რაიმე შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არ წარმოდგენილა. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულს საკითხში არ გადაანგარიშდა.
. გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის მივლინების ბრძანებები. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 1 495 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დარიცხული ჯარიმა 748 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილია იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან (იპესრ) ამონაწერი, რომლის თანახმად 2022 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იურიდიული პირის იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან შპს „---------------ის“ (---------ია) მოახლოებული გარიცხვის შესახებ. ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტი არ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს გააჩნდა თუ არა რაიმე ეკონომიკური საქმიანობა არარეზიდენტ მომწოდებელს, ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება შპს „------------სგან“ საქონლის შეძენა, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში არ შემცირდა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი იყო არარეზიდენტ მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება და წერილი, სადაც არარეზიდენტი კომპანია განუმარტავს, რომ მის მიერ მომწოდებელზე დარეზერვებული შაქრისთვის ავანსად გადახდილი იყო თანხა, რომელსაც მომწოდებელი არ დაუბრუნებდა მათი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის გამო, შესაბამისად, ისინიც იძულებულები იყვნენ ჩამოეჭრათ აღნიშნული თანხა. გადაანგარიშების პროცეში, დამატებით წარდგენილ იქნა მხოლოდ შპს „----------“-სთან გაფორმებული ნოტარიულად ნათარგმნი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია შეადგენს 119 აშშ დოლარს, ხოლო შპს „----------“-სა და მის მომწოდებელს შორის რაიმე შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში არ გადაანგარიშდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „---------ას“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება :
1. არარეზიდენტ კომპანიაზე ავანსად გადარიცხული თანხის (134 925 ლარის) უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2. არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული და ჩამოწერილი თანხის (2 780 592 ლარი) ფინანსური სახსრების უსასყიდლო გადაცემად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10148 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10148 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 ოქტომბრის №094-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304( 21);