ბრძანება N 24693
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24693
22 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
მემკვიდრეების ---------- (პ/ნ ----------),---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მემკვიდრეების ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------) 2024 წლის 13 ნოემბრის №92827/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 ოქტომბრის №081-208 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დაბეგვრის პერიოდის და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისათვის არ იქნა გათვალისწინებული 2019 წლი 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის ღირებულების გადახდაზე შეთანხმებულია გრაფიკი და გადანაწილებულია 3 წელზე. აღნიშნულის მიუხედავად, შემოწმებას ვალდებულება განსაზღვრული აქვს სრულად ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში. გადამხდელი განმარტავს, რომ „----------“ წარმოადგენდა ფიზიკურ პირს, შესაბამისად, შემოწმებას ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა უნდა განეხორციელებინა საკასო მეთოდის გამოყენებით, ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის შესაბამისად. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ის პირობები, რის საფუძვლზეც შედგა გარიგების საგანი და ამ პირობების შესრულება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ და აუცილებელ ნაწილს, კერძოდ, მყიდველის მიერ ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გაუქმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გამყიდველს უკან დაუბრუნდებოდა ნასყიდობის საგანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებაზე ახალი დასკვნის გამოცემას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მემკვიდრეების ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მემკვიდრეების ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად დამატებით შეისწავლოს „----------“ მიერ 2021 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ღირებულებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას დაშვებული უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
ბ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 01.01.2019 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 8 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 36 288 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 173 ლარით, ჯარიმა 9 055 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 ოქტომბრის №081-208 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ფ/პ „----------“ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განისაზღვრის მიზნებისთვის მხედველობაში იქნა მიღებული 2019 წლის პირველი იანვრიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რის საფუძველზეც პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2019 წლის 5 სექტემბერი. ასევე, შემოწმებისას უძრავი ქონებაზე ს/კ ---------- რეალიზაციის ფასად აღებული იყო 70 000 ლარი ნაცვლად 30 000 ლარისა, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით (დასკანერებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იკითხებოდა ციფრები სწორად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის და ტექნიკური შეცდომის კორექტირების შედეგად გადაანგარიშდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, დღგ/საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას/კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 5 სექტემბერი. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა უძრავი ქონებაზე ს/კ ---------- ტექნიკური შეცდომის გასწორება და აღნიშნული ქონების რეალიზაციის ფასად აღებულ იქნა 30 000 ლარი ნაცვლად 70 000 ლარისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას/კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მემკვიდრეების ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 5 სექტემბერი. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა უძრავი ქონებაზე ტექნიკური შეცდომის გასწორება და აღნიშნული ქონების რეალიზაციის ფასად აღებულ იქნა 30 000 ლარი ნაცვლად 70 000 ლარისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას/კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).