N46 - 20/02/2020 - „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 20.02.2020
№ დოკუმენტი 46
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

აქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №46

2020 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №263 ბრძანების (ვებგვერდი, 14/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016793) პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა).“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ა“, „ც.ბ“ ან/და „ც.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და:

ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან

ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი