გადაწყვეტილება №19479/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19479/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19479/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:----- -----------ე (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ ------ის 22.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19479/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №047-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №047-2 საგადასახადო მოთხოვნა;

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.01.2023 №772 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6441 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა -13 123 ლარი (286-ე მუხლის მე-9 ნაწილი).

ჯარიმა -3 303 ლარი (286-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათის და საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენარეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.07.2021 წლის N20348 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის მიერ ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ფაქტიური და ბუღალტრული მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 99 908,25 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით – 146 605,36 ლარი (46,74 % ფასნამატის გათვალისწინებით). ასევე გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ფასებით - 7 191.66 ლარი. გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევებზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N CB1266893 და N CB1266896.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივნის საჩივარი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მათ შორის, საქონლის ფასნამატის (ცხრილების სახით) გაანგარიშება შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძლევზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის N772 ბრძანებით გადაანგარიშების შედეგად დარიცხული ჯარიმა დანაკლისის ნაწილში 14 660.54 ლარი შემცირდა 1 537.48 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 13 123.05 ლარი, ხოლო აღურიცხავის (ზედმეტობის) ნაწილში 3 595.83 ლარი შემცირდა 291.95 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 3 303.88 ლარი. აღნიშნულზე 24.01.2023 წელს გამოიცა N047-1 და N047-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.

აღნიშნული სადავო დოკუმენტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.03.2023 წლის №6441 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტავს, რომ სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის N6694 ბრძანებით გათვალისწინებული 15 კალენდარული დღის ვადაში, წარდგენილ იქნა დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ფასნამატის გაანგარიშების. მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ხელმძღვანელობის ნაცვლად მონიტორინგის დეპარტამენტმა ასევე იხელმძღვანელა ყოფილი ბუღალტრის მიერ შეცდომით შესრულებული გაანგარიშებებით, გაზარდა ფასნამატი არასწორ მონაცემებამდე, რამაც გამოიწვია სანქციის დამძიმება.

გადამხდელი ითხოვს, ინვენტარიზაციის შედეგების გადაანგარიშება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გადამხდელის ინტერესები და ადგილი არ ჰქონდეს გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის გამო გადამხდელისთვის დაკისრებული სანქციის დამძიმებას.

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი (34%,) არარეალურია. ეს ციფრი არათუ თბილისის ტერიტორიაზე, არამედ რაიონის კვალობაზეც დადგენილ ფასნამატებთან მიმართებითაც საკმაოდ დიდ სხვაობას იწვევს.

აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სრული საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებში დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 21%, რაც ფაქტიურად ემთხვევა საგადასახადო მონიტორინგისთვის მის მიერ მიწოდებულ გაანგარიშებას.

მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6441 ბრძანების და მონიტორინგის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №047-1 და №047-2 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მათ შორის, საქონლის ფასნამატის (ცხრილების სახით) გაანგარიშება შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით გადამხდელის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად, რა დროსაც მაქსიმალურად დაცული იყო გადასახადის გადამხდელის ინტერესები და ადგილი არ ჰქონია გადამხდელისთვის სანქციის დამძიმებას, ფასნამატის გადაანგარიშება მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის №772 ბრძანების საფუძველზე გადაანგარიშების შედეგად დარიცხული ჯარიმა დანაკლისის ნაწილში 14 660.54 ლარი შემცირდა 1 537.48 ლარით და შეადგინა 13 123.05 ლარი, ხოლო აღურიცხავის (ზედმეტობის) ნაწილში 3 595.83 ლარი შემცირდა 291.95 ლარით და შეადგინა 3 303.88 ლარი.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განმარტა, რომ შემოსვლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით გადამხდელის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად, რა დროსაც მაქსიმალურად დაცული იყო გადასახადის გადამხდელის ინტერესები და ადგილი არ ჰქონია გადამხდელისთვის სანქციის დამძიმებას, ხოლო, ფასნამატის გადაანგარიშება მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანების აღსრულების შედეგები. .

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტავს, რომ სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

 

გადაწყვეტილება

გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №6694 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4 .9“); 304(21);