გადაწყვეტილება №25379/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25379/2/2025
24 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს------ის 26.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25379/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანო მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2024 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №022-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11689 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 106 776.47 ლარი (2.08.2024 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნა);
მათ შორის:
გადასახადი - 61 102
დღგ - (-847)
მოგების გადასახადი - 17 029
საშემოსავლო გადასახადი - 44 920
ჯარიმა - 30 617 საურავი - 15 057.47
დარიცხული თანხა: 113 348.82 ლარი (28.03.2025 წლის №022-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 61 102
დღგ - (-847)
მოგების გადასახადი - 17 029
საშემოსავლო გადასახადი - 44 920
ჯარიმა - 30 617
საურავი - 21 629.82
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 28.07.2023 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2024 წლის №17972 ბრძანება და №022-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 19.12.2024 წლის №24401/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. ხსენებული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №022-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელმა, აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2024 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნის და 28.03.2025 წლის №022-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების საფუძვლით, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 6.06.2025 წლის №11689 ბრძანებით საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №022-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2024 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11689 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების შედეგები ფაქტების აღწერა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის („ინფო ბუღალტერი“), საბანკო ამონაწერების, რეალიზაციის ამსახველი ინვოისების და დაბეგვრისთვის საჭირო სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს 89 023 ლარით. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებლების მიერ შესწავლილი იქნა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესში და არ იქნა გათვალისწინებული, რადგან შემოწმების მიერ სათანადო წესით დამოწმებულად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია ზეგავლენას ვერ ახდენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, მიმდინარე საჩივრით წარდგენილია წინა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, არ არსებობს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დირექტორმა წარადგინა ახსნა-განმარტებები, რომლებსაც ადასტურებს მეორე მხარე. შემმოწმებლის მიერ რამდენიმე ასეთი პირადი ჩარიცხვის განმარტების გათვალისწინება მოხდა, ხოლო დანარჩენის არა (ანალოგიური შემთხვევები). წარმოადგენს ახსნა-განმარტებებს, რომ ----ს ანგარიშზე პირადი მიზნებისთვისაც ხდებოდა თანხის შეტანა/ჩარიცხვა და არა მხოლოდ კომპანიისთვის. აღნიშნული მარტივად დასტურდება, რადგან -----ს გადარიცხულიც აქვს თანხები მათთან. ასევე, პირად ანგარიშზე -------ს შეტანილი აქვს მცირე თანხები საკუთარი მიზნებისთვის, რაც ასევე კომპანიის თანხად ჩაითვალა. კომპანიის მომსახურებებიდან გამომდინარე, ასეთი მცირე თანხები კლიენტების ვერ იქნებოდა. დირექტორის მხრიდან გაშიფრული ინფორმაცია მიეწოდა შემოწმებას, რაც იყო (პირადი/ეკონომიკური) მის პირად ანგარიშებზე ჩარიცხული/შეტანილი თანხები. ასევე, შემოწმებას წარედგინა ფიზიკური პირების მიერ ხელმოწერილი ახსნა- განმარტებები, რომელიც ახლავს საჩივარს.
ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას ზემოთ აღნიშნულ საკითხზე და ჯარიმა/საურავის პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანებით, დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში (მათ შორის, დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების ნაწილში) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ხოლო, აღნიშნული დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის ხსენებული გადაწყვეტილების შესაბამისად არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებლების მიერ შესწავლილი იქნა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესში და არ იქნა გათვალისწინებული, რადგან შემოწმების მიერ სათანადო წესით დამოწმებულად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, საჩივარზე თანდართულმა დოკუმენტაციამ ზეგავლენა ვერ მოახდინა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ რამდენიმე პირადი ჩარიცხვის განმარტება გაითვალისწინა, ხოლო დანარჩენი (ანალოგიური შემთხვევები) არა. წარმოადგენს ახსნა-განმარტებებს, რომ -----ას ანგარიშზე პირადი მიზნებისთვისაც ხდებოდა თანხის შეტანა/ჩარიცხვა და არა მხოლოდ კომპანიისთვის, ასევე, პირად ანგარიშზე -----ას შეტანილი აქვს მცირე თანხები საკუთარი მიზნებისთვის, რაც კომპანიის თანხად ჩაითვალა. აღნიშნავს, რომ დირექტორის მხრიდან გაშიფრული ინფორმაცია, ასევე ფიზიკური პირების მიერ ხელმოწერილი ახსნა-განმარტებები, რომელიც ახლავს საჩივარს, მიეწოდა შემმოწმებელს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას ზემოთ აღნიშნულ საკითხზე და ჯარიმა/საურავის პატიებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გარდა საბანკო ანგარიშისა თანხები ჩარიცხულია დირექტორის პირად ანგარიშზე და აქედან რა აღირიცხებოდა კომპანიის ანგარიშზე ვერ დგინდებოდა, ამასთან იყო ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხვები რაც არ იქნა ჩათვლილი შემოსავლად, მაგრამ დარჩა ნაწილი თანხა, რომელიც ჩარიცხულია დირექტორის პირად ანგარიშზე, რაზეც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ იყო პირადი მიზნებისთვის მაგრამ, რაც დაევალა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, რომ წარმოედგინა ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია, ვერ იქნა მიწოდებული, ხოლო მხოლოდ წარდგენილი ახსნაგანმარტებები ვერ იქნა მიჩნეული სათანადო წესით დამოწმებულ, დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებად.
ამგვარად, მომჩივანი საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს ახსნა-განმარტებებს, რომელიც ცნობილი იყო შემოწმების ეტაპზე, წარდგენილი იქნა საჩივარზე დანართის სახით შემოსავლების სამსახურში, დავის ეტაპზე, ასევე აღნიშნული წარედგინა აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშების ეტაპზეც, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული, რადგან სათანადო წესით დამოწმებულად არ იქნა მიჩნეული, ამდენად აღნიშნულმა დოკუმენტაციამ გავლენა ვერ მოახდინა შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე. ხოლო, შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანებით განსაზღვრული სხვა, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მომჩივანს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს.
ცებულებები, მომჩივანს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია, არ არსებობს მისის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება 28.03.2025 წლის №022-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის პატიებას, საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურს 6.06.2025 წლის №11689 ბრძანებით დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში, ამასთან ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში (30.06.2025 წელი) მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11689 ბრძანების (გადაწყვეტილების) გაუქმებას ითხოვს სრულად
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით მიღებულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11689 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანო მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ხოლო, აღნიშნული დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის ხსენებული გადაწყვეტილების შესაბამისად არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
გადაწყვეტილება
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე 2024 წლის 4 ნოემბრის №23404 ბრძანებით მიღებულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11689 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301 („ზ“).