ქონების გადასახადი (ფიზიკური პირი) (2009 წლის ივნისში შეძენილ მიწაზე წარადგინა დეკლარაცია 2010 წელს) N 1412
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ქონების გადასახადი (პიზიკური პირი) N 1412
ფაქტობრივი გარემოებები
•ოჯახის წლიური შემოსავალი, რომელიც შედგება 4 წევრისგან (დედა, მამა და 2 სრულწლოვანი შვილი) არ აღემატება 40 000 ლარს
•მამას საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, რომელიც განხორციელებულია 2004 წლის 1 მარტამდე, უფიქსირდება 4 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ამასთან, პირს საგადასახო პერიოდის მიხედვით საჯარო რეესტრში აღნიშნული მიწაზე საკუთრების უფლება არ უფიქსირდება)
•შვილმა 2009 წლის ივნისში შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნაკვეთი
•2010 წელს შვილმა წარადგინა საოჯახო დეკლარაცია და მასში ასახა თავისი და მამის ქონება. ამასთან, 4 ჰა მიწის ნაკვეთზე ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილის ’’ყ’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით (ქონების გადასახადისაგან თავისუფლება 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი)
შეფასება
•ფიზიკურ პირს, რომელიც ავსებს საოჯახო დეკლარაციას უფლება აქვს აღნიშნულ დეკლარაციაში შეიტანოს, როგორც თავისი, აგრეთვე ოჯახის წევრების დასაბეგრი ქონება
•ფიზიკური პირის ქმედება მართლზომიერია ვინაიდან, დაბეგვრის მიზნებისთვის ქონებაზე (მიწაზე) საკუთრების უფლების წარმოშობის ვადა განისაზღვრება იმ დოკუმენტის შედგენის თარიღიდან, რომლის საფუძველზეც რეგისტრირდება საკუთრების უფლება
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება