გადაწყვეტილება №23137/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23137/2/2024
31 ივლისი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 27.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23137/2/2024;).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №074-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 175 748,56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 108 587
დღგ - 54 831
მოგების გადასახადი - 53 756
ჯარიმა - 54 294
საურავი - 12 867,56
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ლითონით და ლითონის მადნებით.
აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო დეკლარაციებში ასახვა).
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედგენილ იქნა საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე 160-ე და 163-ე მუხლის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №074-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სმფ-ების დანაკლისი, რაზეც 15.05.2023 წელს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386.
საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი) დაბეგრილია დღგ-ით შესაბამის პერიოდში (2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში).
აღნიშნული პერიოდი ცალსახად არის მოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ 15.03.2023 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმში (წარმოადგენს დანართი), სადაც ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ მოხდა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმირება (წარმოადგენს შესაბამის წერილს). მიუხედავად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა ერთი ოპერაცია ხელმეორედ დაბეგრა და როგორც აქტიდან ირკვევა სულ სხვა პერიოდში (2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში), რომელიც გაუგებარია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა აუდიტორთან დაკავშირება და როგორც აუხსნა ასეთი არის აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა და შეეძლო გაესაჩივრებინა, რომლის უფლებასაც იყენებს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი) ასევე დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში (2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში). აღნიშნული პერიოდი ცალსახად არის მოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ 15.03.2023 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმში (წარმოადგენს დანართს), სადაც ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ მოხდა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმირება (წარმოადგენს შესაბამის წერილს). მიუხედავად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა მომჩივნის წერილი აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრასთან დაკავშირებით და დაბეგრა მოგების გადასახადით სულ სხვა პერიოდში (2023 წლის მაისის საანგარიშო თვე). მომჩივნის მიერ მოხდა აუდიტორთან დაკავშირება თუ რატომ მოხდა მსგავსი დარიცხვა და პასუხი გასცა იგივე, რომ მიდგომა იყო ასეთი და შეეძლო გაესაჩივრებინა.
შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ შეუსწავლია დეკლარირებული მონაცემები და ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ ადგილას აქვს განმარტებული, რომ დანაკლისი აღიარდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (რომელის მტკიცებულებასაც წარმოადგენს დანართის სახით), რომელსაც ადასტურებს 15.03.2023 წლის ოქმი, სადაც წერია, რომ ოქმი შედგენილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგებზე. თუ პირველად ოქმი შედგა 15.03.2023 წელს, 6.12.2022 წლის ინვენტარიზაციის შედეგებზე (რაზეც მოხდა დეკლარირება), ვერანაირად ვერ იქნებოდა 2023 წლის მაისის პერიოდი დეკლარაციაში დანაკლისის აღიარების პერიოდი (რასაც აუდიტის დეპარტამენტი აქტში მიუთითებს და უდასტურებს შემოსავლების სამსახური). აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგები დეკლარირებულია და არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის 2-ჯერ დაბეგვრა (შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს არც განუხილავს მომჩივანს დაეჯარიმებინა პერიოდის არევით და არა მთლიანად ხელმეორედ დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თაობაზე საგადასახადო ვალდებულებები ასახა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციებში. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში ინფორმაცია წარდგენილი აქვს წერილობით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების
სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
31 ივლისი 2024 N 03/58414 2 საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედგენილ იქნა საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. საგადასახადო კოდექსის 159-ე 160-ე და 163-ე მუხლის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა, ასევე მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
983,163,286(9).