ბრძანება N 5724

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.03.2023
№ დოკუმენტი 5724
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5724

23.03.2023

შპს “-------“-ს (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------)

(იურ. მის.: ------------------------)

2023 წლის 7 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს “-------“-ს (ს/ნ -----------------) №79527/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის -- თებერვლის ID: ----------- გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს “-------“-ს (ს/ნ -----------------) 2023 წლის - თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 20718.90 ლარი, საურავი 8458.52 ლარი. 2023 წლის - თებერვალს შპს “-------“-მ (ს/ნ -----------------) ID: ---------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის -- თებერვლის ID:---------- გადაწყვეტილებით, შპს “-------“-ს (ს/ნ -----------------) განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, უარი ეთქვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს “-------“-ს (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შგადამხდელს 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. გადამხდელმა 2023 წლის 10 თებერვალს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, უარი ეთქვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 293(1,2); 302(6);