ბრძანება N 7155

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7155
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7155

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 13 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) N88440/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის N3030 ბრძანებას შპს “---------”-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 14 დეკემბრის ფიქსირებული გადასახადის შემცირების განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადის მოხსნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ კომპანიას 2017 წლის 18 ოქტომბრიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მისამართზე - ქ. -----------, სადაც ახორციელებდა სალონურ მომსახურებას და ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა საანგარიშო თვეზე შეადგენდა 180 ლარს (6 ობიექტზე). პანდემიის დროს კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა და აღარ გაუგრძელებია, თუმცა განცხადება შეჩერების თაობაზე წარდგენილ იქნა დაგვიანებით. გადამხდელი ამბობს, რომ წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება და ითხოვს მის საფუძველზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადის მოხსნას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული ინფორმაციით შპს “----------” (ს/ნ ----------) 2017 წლის 18 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მისამართზე: ----------- (საქმიანობის სახე - მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება) და ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 180 ლარი 6 ობიექტზე) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2017 წლის 1 ნოემბრიდან. შპს “------------” (ს/ნ ----------) მიერ ფიქსირებული გადამხდელის სტატუსის გაუქმება განხორციელებულია 2023 წლის 14 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 26 დეკემბერს გადასახადის გადამხდელს ეცნობა, წარმოედგინა საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის პასუხად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ ---------- - მისამართი: ქ. -----------) ქირავნობის შესახებ 2022 წლის 10 ივნისის ხელშეკრულება ფართის მესაკუთრე ----------- (პ/ნ ----------) და ----------- (პ/ნ ------------) შორის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით ---------- (პ/ნ ----------) მისამართზე: ქ. ---------- საკუთრებაში აქვს რამდენიმე ფართი. შპს “-----------” (ს/ნ ----------) დირექტორი ---------- (პ/ნ ------------) ასევე ფლობს საკუთრებაში უძრავ ქონებას მისამართზე - ქ. -----------, ------------ (პ/ნ -----------) ფლობს საკუთრებაში უძრავ ქონებას მისამართზე - ქ. ---------- და შპს “----------” (ს/ნ ----------) მოიჯარედ არცერთ ფართში არ ფიქსირდება.

ამდენად, წარმოდგენილი სხვა პირის საიჯარო ხელშეკრულება, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციები მომსახურების დეპარტამენტის მიერ არ იქნა მიჩნეული ,,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანების მოთხოვნების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების საფუძვლად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერებამდე განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში პირს არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი.

ამავე ბრძანების დანართი N4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

,,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანების დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი, დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების მოთხოვნით, ამ წესის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარუდგენს განცხადებას თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: გადასახადის გადამხდელმა, საგადასახადო ორგანოში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე შეწყვიტა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობა.

ამავე ბრძანების დანართის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირობის არსებობა, საგადასახადო ორგანო წერილობითი/ელექტრონული ფორმით აცნობებს გადამხდელს აღნიშნულის თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პანდემიის დროს კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა და აღარ გაუგრძელებია, თუმცა განცხადება შეჩერების თაობაზე წარდგენილ იქნა დაგვიანებით. გადამხდელი ამბობს, რომ წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება და ითხოვს მის საფუძველზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს-ს, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. მომჩივანის მიერ, ფიქსირებული გადამხდელის სტატუსის გაუქმება განხორციელებულია 2023 წლის 14 დეკემბერს.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით, მოიჯარედ სხვა პირი არცერთ ფართში არ ფიქსირდება. ამდენად, წარმოდგენილი სხვა პირის საიჯარო ხელშეკრულება, არ იქნა მიჩნეული ,,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანების მოთხოვნების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების საფუძვლად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951;956(1);

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია