გადაწყვეტილება №24853/2/2025
📄 სრული ტექსტი
№24853/2/2025
15 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------“-ის 28.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24853/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4106 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №024-74 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27024 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 214 434,96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 113 235
დღგ - 68 693
საშემოსავლო გადასახადი - 44 542
ჯარიმა - 56 620
საურავი - 44 579,96
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს წვრილმანი სამეურნეო მასალების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ წარუდგენია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. არ ახორციელებს საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერას და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა შემოწმების შედეგად განსაზღვრული შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ საწარმო არ არის მოქმედი და ვერ მოხერხდა კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენელთან. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ინფორმაციით. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში სალაროში ნაღდი ფულის ოდენობად, ასევე შესამოწმებელი პერიოდის საწყისი/საბოლოო დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებად მიჩნეულ იქნა 0 ლარი. გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული გადასახადები და ასევე ყველა ის ხარჯი, რომელიც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე და რომელიც უკავშირდება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად, გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 198 336 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №024-99 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4106 ბრძანებით შპს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შეესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4106 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 8 084 ლარით, მათ შორის, გადასახადი 5 391 ლარით და ჯარიმა 2 693 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 12.11.2024 წლის №024-74 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27024 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
რეალიზაციის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას აუდიტორებს შეძენილი საქონელი კატეგორიებად ქონდათ დაყოფილი აქტში არ იყო მითითებული. საქონელის კატეგორიების მიხედვით ფასნამატის და შესაბამისი რეალიზაციის გაანგარიშება ჩვენთვის მოწოდებული იქნა 15.07.2024 წელს და აქვს შემდეგი სახე:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1744700133787 {margin-left: 5pt; margin: 0 auto !important; }
კატეგო რია
2020 წელი
2021 წელი
2022 წელი
ჯამი
თვითღირე ბულება
რეალი ზაცია
ფასნა მატი
თვითღირე ბულება
რეალი ზაცია
ფასნა მატი
თვითღირე ბულება
რეალი ზაცია
ფასნა მატი
თვითღირე ბულება
რეალი ზაცია
ფასნა მატი
კუთხო ვანა
797
1028,13
29%
797
1028,13
29%
ფოლად ის
მილი
26173
35333,5
5
35%
36500
53290
46%
35585
51598,2
5
45%
98258
140221,8
42,70
%
ფურც ლოვანა
8711
11062,9
7
27%
2203
2996,08
36%
10914
14058,0
5
28,80
%
უნიტა ზი ავზით
4694
7041
50%
4694
7041
50%
სხვა
195496
259032,2
32,50
%
116544
146845,44
26%
40426
58617,7
45%
352466
464495,34
31,80
%
222466
295393,88
32,80
%
161755
211198,41
30,60
%
82908
120253,03
45%
467129
626844,32
34,20
%
ამ მონაცემების მიხედვით საქონლის კატეგორიაზე – “სხვა” (შედგება: ბეტონი და სხვა სამშენებლო პროდუქცია, სანტექნიკური მასალები და ინვენტარი და ნაწილობრივ ლითონის საქონელი) გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი, ხოლო სხვა კატეგორიების საქონლის რეალიზაცია ძირითადად მოხდენილია ზედნადებებით იურიდიულ პირებზე, თუმცა რატომღაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა ფასების და შესაბამისად რეალიზაციის გაზრდა აუდიტორების მიერ.
შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს ბრძანების შესაბამისად, წარდგენილი იქნა ნოტარიულად დამტკიცებული შესყიდვის აქტები და სხვა მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებითაც შემცირდა კატეგორია “სხვა საქონელის” თვითღირებულება, გაიზარდა იმ საქონლის თვითღირებულება რომელზეც დასტურდება დოკუმენტური შემოსავალი და მათზე აღარ მოხდა ფასების და შესაბამისად რეალიზაციის დაუსაბუთებელი გაზრდა.
სადავოდ რჩება კატეგორია “სხვა საქონლის” თვითღირებულებაზე გავრცელებული აუდირებული ფასნამატის ოდენობა. აუდიტორის მიერ მოწოდებული გაანგარიშებით კატეგორია “სხვა საქონლის” თვითღირებულება ფაქტიურად სრულად შედგება შპს “------ სგან” შეძენილი სანტექნიკურ-სარემონტო საქონლის და მცირეფასიანი ინვენტარისგან და მასზე წლების მიხედვით გავრცელებულია შემდეგი ფასნამატები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1744700164079 {margin-left: 83.05pt; margin: 0 auto !important; }თარიღი
თვითღირებულება
ფასნამატი
შემოსავალი
2020
140 388
33%
186 716
2021
112 287
26%
141 481
2022
22 296
45%
32 329
274 971
350 526
შპს “------ -ის ” სავაჭრო ობიექტიდან საცალო ფასებში შეძენილი საქონლის ასეთი დიდი ფასნამატით გადაყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია და შესაბამისად ეგრეთ წოდებული აუდირებული ფასნამატის რეალობა დგება ლეგიტიმური ეჭვის ქვეშ, რასაც ამყარებს შემდეგი გარემოებებიც:
ა) თუ ეს ფასნამატი მართლაც აუდირებულია, ის გამოყენებული იყო მაშინაც, როცა კატეგორიაში სანტექნიკურ-სარემონტო მასალებთან ერთად შეტანილი იყო შავი ლითონის პროდუქცია, ბეტონი და სხვა სამშენებლო მასალები. მათი სხვა კატეგორიებში გადატანის შემდეგ როგორ მოხდა, რომ არ შეიცვალა კატეგორიაში დარჩენილი სანტექნიკური მასალების აუდირებული ფასნამატი, ან როგორ მოხდა, რომ ასეთი განსხვავებული დანიშნულების საქონელს ერთი და იგივე აუდირებული ფასნამატი დაუდგინეს.
ბ) ძალიან დიდია წლების მიხედვით ფასნამატებს შორის განსხვავება (2021 წელი – 20%; 2022 წელი – 45%).
2022 წელს ეს საქონელი შეძენილია მხოლოდ იანვარში. აუდიტორის ლოგიკით 2021 დეკემბერში 26%-ნი ფასნამატით ხდებოდა სანტექნიკური საქონლის რეალიზაცია, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, თითქმის ორჯერ მეტი ფასნამატით, ანუ 45%-ით, რაც სრული აფსურდია.
ქვემოთ მოცემულია ის ერთადერთი შემთხვევა, როცა შესაძლებელია სანტექნიკურ-სარემონტო მასალების შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტალური დაკავშირება, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მათი რეალიზაცია ხდებოდა გაცილებით დაბალი ფასნამატით.
შენიშვნა: ქვემოთ განხილულ გაანგარიშებაში შეძენა-რეალიზაციის ფასები მოცემულია დღგ-ს გარეშე.
2022 წლის იანვარში შპს “------ -სგან” შეძენილია 36 ცალი სხვადასხვა დასახელების ”უნიტაზი ავზით” (იხ. დანართი #9). კერძოდ:
10.01.2022 – ზედნადები #0641667772 – ЛИГА – 2 ცალი X 135.59 = 271.19 ლარი
12.01.2022 – ზედნადები #0642183822 – ЛИГА – 2 ცალი X 138.56 = 277.12 ლარი
27.01.2022 – ზედნადები #0644865680 – ВОРОТЫСКИЙ – 2 ცალი X 123.73 = 247.51 ლარი
27.01.2022 – ზედნადები #0644868164 – ВОРОТЫСКИЙ – 20 ცალი X 123.73 = 2474.58 ლარი
27.01.2022 – ზედნადები #0644868164 – АЛЪКОР – 10 ცალი X 142.37 = 1423.73 ლარი
36 ცალი – 4694.13
5.02.2022 წელს ზედნადებებით რეალიზებულია 28 ცალი უნიტაზი ავზით (იხ. დანართი №10).
კერძოდ:
ზედნადები #"-------"– შპს “-------” – 10 ცალიX161.02=1610.17 ლარი
ზედნადები #"-------"– შპს “-------” – 10 ცალიX139.83=1398.31 ლარი
ზედნადები #"-------"– შპს “-------” – 4 ცალიX156.78=627.12 ლარი
ზედნადები # "-------"– შპს “-------” – 4 ცალიX148.21=593.22 ლარი
28 ცალი - 4228.82 ლარი
8 ცალ ნაშთზე დოკუმენტალურად დადასტურებული მაქსიმალური სარეალიზაციო ფასის 161.02 ლარის გამოყენების შემთხვევაშიც კი რეალიზაციის ჯამური ღირებულება გამოდის (161.02X8)+4228.82=5517 ლარი, ხოლო ფასნამატი შეადგენს 17.5%-ს (5517 : 4694.13).
ამით დასტურდება, რომ ყველაზე დიდი აუდირებული ფასნამატის 45%-ის გამოყენების დროსაც კი სანტექნიკურ-სარემონტო მასალების და მცირეფასიანი ინვენტარის ფაქტიური დოკუმენტალურად დადასტურებული ფასნამატი არ აღემატება 17.5%-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქონლის კატეგორიების მიხედვით ფასნამატის და რეალიზაციის პირველად ვარიანტში აუდიტორის მიერ ცალკე კატეგორიად იყო შეტანილი – “უნიტაზი ავზით” და 2022 წლის გაანგარიშებაში ზემოთ აღნიშნული 4 694 ლარი თვითღირებულებას საქონლის რეალიზაციად აჩვენეს 7 041 ლარი, ანუ 50%-ნი ფასნამატი.
მას შემდეგ, რაც აუდიტორს ზემოთ მოცემული ზედნადებების განხილვისას დავუმტკიცეთ, რომ ფასნამატი 17.5%-ს არ აღემატება, ახალი გაანგარიშებიდან ეს კატეგორია საერთოდ ამოიღეს, ხოლო თვითღირებულება, 4 694 ლარი, დაემატა “სხვა საქონლის” კატეგორიას რაზედაც ფასნამატი 45%-ია გამოყენებული.
ასეთი მოქმედებით აუდიტორი შეეცადა ერთის მხრივ დაემალა თავისი უხეში შეცდომა და მეორეს მხრივ კატეგორიის გაანგარიშებაში დატოვებით და მასზე სწორი 17.5% ფასნამატის გამოყენებით ის ძალაუნებურად პირდაპირ დაადასტურებდა, რომ სანტექნიკურ-სარემონტო საქონელზე ანუ მთლიანად კატეგორიის სრულ თვითღირებულებაზე უნდა გამოყენებულიყო გაანგარიშებაში ნაჩვენებ ფასნამატებზე გაცილებით დაბალი ფასნამატი, რაც გადაანგარიშების დასკვნაში მკვეთრად შეამცირებდა საგადასახადო ვალდებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4106 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შეესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მასვე დაევალა ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4106 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 6.11.2024 წლის დასკვნიდან დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საქონლის შესყიდვის აქტები (2020 წლის პერიოდის), ასევე, ფასნამატის გაანგარიშება რიგი სახეობის საქონელზე. გადამხდელის ჩართულობით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებით შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები როგორც დღგ-ის ნაწილში, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი აპელირებს, რომ აუდიტორის მიერ გაანგარიშებების წარდგენა მოხდა დაგვიანებით. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა, შესაბამისად, ვერ ჩაბარდა ბრძანება, გაეგზავნა საფოსტო საშუალებით და შემდგომ გასაჯაროვდა. ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და შესაბამისად, მოთხოვნილი გაანგარიშებები წარდგენილ იქნა მათი კონტაქტზე გამოსვლისთანავე. რაც შეეხება ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე (ლითონი) აუდირებული ფასნამატის გავრცელებას, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. ლითონის კატეგორიაზე გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი. ,,სხვა’’ კატეგორიაში გაერთიანდა საქონელი, რომლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (ზედნადები) არ არსებობს და ვერ იქნა გაშიფრული ვერც გადამხდელის მიერ. აღნიშნულ კატეგორიაში გაერთიანებული რამდენიმე საქონლის (მაგ: ელექტრო ხერხი) დოკუმენტური ფასნამატის დადგენა მოხდა, რომელიც იყო შეუსაბამოდ მაღალი და იდენტიფიცირებული ფასნამატის გამოყენება ასევე არ ჩაითვალა მიზანშეწონილად (შეძენებში დაბალი ხვედრითი წილის გამო). საქონლის ,,უნიტაზი ავზის’’ გაერთიანება მოხდა ,,სხვა’’ კატეგორიაში და მისი ცალკე კატეგორიად გამოყოფა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. აუდიტორის განმარტებით, აღნიშნული საქონლის ხვედრითი წილი მთლიან შეძენებში არ შეადგენდა იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომ მისი ცალკე გამოყოფა მიზანშეწონილად ყოფილიყო მიჩნეული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართად დართული გაანგარიშებები (ცხრილები) გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად, გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე და შედგენილია შესაბამისი დასკვნა. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი დასკვნის შედგენის შემდგომ.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27024 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ წარუდგენია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. არ ახორციელებს საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერას და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ,გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დასაბეგრი ბრუნვა.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში სალაროში ნაღდი ფულის ოდენობად, ასევე შესამოწმებელი პერიოდის საწყისი/საბოლოო დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებად მიჩნეულ იქნა 0 ლარი. გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული გადასახადები და ასევე ყველა ის ხარჯი, რომელიც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე და რომელიც უკავშირდება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად, გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 198 336 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27024 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).