ბრძანება N 24284

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.11.2025
№ დოკუმენტი 24284
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24284

04 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“-ის (ს/ნ -------------------)

(მის.: --------------------------------------)

2025 წლის 7 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ -------------------) 2025 წლის 7 ოქტომბრის №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 სექტემბრის №024-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადასახადების განზრახ დამალვის მცდელობას. მათ მიმართ არ იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი, შესაბამისად გააჩნდა აღრიცხვის და ანგარიშგების გამართული სისტემა და შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრა. ითხოვს, დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №11796 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 სექტემბრის №19412 ბრძანება და №024-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 88 599 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 458 ლარი, ჯარიმა 22 229 ლარი, საურავი 21 912 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---------“-ი (ს/ნ -------------------) რეგისტრირებულია 2015 წლის 9 თებერვალს. 2019 წელს შპს „---------“-მ ფ/პ --------სთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 220 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღო ქ. ------, -------ის ქუჩა №-- (ს/კ ---------) მდებარე 946 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადამხდელმა 2022 წლიდან დაიწყო ბინების რეალიზაცია (16 ბინა), რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 685 735 ლარს. გადამხდელს ბინების რეალიზაციის მიხედვით არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში, კერძოდ: 2022 წლის სექტემბრის თვის რეალიზებული ბინების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა 246 991 ლარის ნაცვლად დაფიქსირებულია 0 ლარი.

შემოწმებით, გადამხდელის მიერ ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც შპს „--------“ს (ს/ნ -------) დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს 16 ბინა, რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 685 735 ლარს. გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და 2022 წლის სექტემბრის თვის რეალიზებული ბინების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა 246 991 ლარის ნაცვლად დაფიქსირებულია 0 ლარი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.ითხოვს, დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11796 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №19412 ბრძანება და №024-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 88 599 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 458 ლარი, ჯარიმა 22 229 ლარი, საურავი 21 912 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევ, რომ მომჩივანმა ფ/პ-თან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 220 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღო 946 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადამხდელმა 2022 წლიდან დაიწყო ბინების რეალიზაცია (16 ბინა), რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 685 735 ლარს. გადამხდელს ბინების რეალიზაციის მიხედვით არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში, კერძოდ: 2022 წლის სექტემბრის თვის რეალიზებული ბინების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა 246 991 ლარის ნაცვლად დაფიქსირებულია 0 ლარი.

შემოწმებით, გადამხდელის მიერ ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1);